ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:28, 20 Mar, 2015     2365

ფინანსთა სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ფინანსთა სამინისტრო 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.

„ნიუპოსტი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„• 2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში გადაჭარბებით მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან 82 მლნ ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე.

აღნიშნულზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის მიერ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა საჯარო განცხადების დროს, ასევე 2015 წლის 16 იანვარს სახაზინო სამსახურის უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე (http://www.mof.ge/News/6277) და ფინანსთა მინისტრის გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 12 მარტს;

• საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ქვეანგარიშზე გადატანილი თანხები არ აღირიცხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელში, არამედ წარმოადგენს დეპოზიტზე ნაშთის დაგროვებას;

არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, წესით უნდა იცოდეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აღნიშნული დებულებები...

• საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადება იმის თაობაზე, რომ „2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია, რადგან დამატებით მიღებულ შემოსავლებსა და დაგეგმილი ხარჯების აუთვისებლობას შორის უბრალოდ არანაირი კავშირი არ არსებობს;

• რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა და ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლები შეადგინა;

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალა, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შეგნებულად გაზარდა - მცდარია. ან რა მოტივით უნდა გამოექვეყნებინა სამინისტროს დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი ამ მაჩვენებლის შემცირებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლოა მიიღოს ასეთი არაკვალიფიციური ანგარიში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოახდინოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42