„გავიცინოთ მაშინაც კი, როცა არ გვეცინება, ვუყუროთ რაც შეიძლება კომიკურ ფილმებს და ვირწმუნოთ სიცილის ძალა, მაშინ დაავადებები ვერ დაგვამარცხებენ“ - ამბობს ნინო შავდია. რომელმაც „სიცილის თერაპიის“ საერთაშორისო სერთიფიკატი ჯერ ჯერ ინდოეთში, ხოლო შემდეგ კი გერმანიაში მოიპოვა.
მეცნიერების დასკვნით სიცილს, ადამიანის განკურნებაც შეუძლია, სიცილის დროს ადამიანის ტვინი უკეთ იწყებს მუშაობას და ეს დადებითად აისახება ნერვიულ სისტემაზე. მეცნიერებმა სიცილი ჯანმრთელობის ვიტამინად აღიარეს. ნინო შავდიას თქმით სიცილს დადებითი შედეგი აქვს მაშინაც, კი როდესაც მოწყენილი ხართ და ძალით იღიმით. ნიუპოსტის მკითხველი ნინო შავდიასგან შეიტყობს თუ რისთვის არის საჭირო სიცილი და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
ნინო შავდია: გერმანიაში ორი ინსტიტუტი მუშაობს რომ გაიგოს რა ხდება სიცილის დროს ადამიანის ორგანიზმში, ადრე არ იყო ეს შესაძლებელი. ახლა კი არის ისეთი აპარატი შექმნილი, რომელიც სიცილის დროს ადამიანის გამოსხივებას აფიქსირებს. დღევანდელ ცხოვრებაში ავადმყოფობის 90 % სტრესიდან მოდის. სიცილს კი გამოყავს ადამიანის ორგანიზმი სტრესიდან და აღიარებულია დეპრესიის დაძლევის ყველაზე ძლიერ საშუალებად.
სტერესისი დროს თირკმლის ზედა მხარეს, ადრენალინის ჯირკვლები, გამოიმუშავებენ სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. რომლის განეიტრალებაც დღეს ვერ ხდება, ჩვენ სტრესს სტრესს ვამატებთ - ახალი ამბებით, სხვადასხვა დაძაბული სიტუიაციით, ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ასწრებს თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას. გახანგრძლივებული სტრესი ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. მეცნიერებმა კი ზუსტად გამოიანგარიშეს, რომ სტრესის ჰორმონს, ანუ კორტიზოლს, სიცილი გამოანთავისუფლებს. ეს დასკვნა მიიღეს ზუსტად ამ აპარატურის წყალობით. ამ დროს ტვინში ენდორფინები გამოიყოფა.
ბავშვი დღეში 350-400-ჯერ იცინის, სულ მხიარულ ტალღაზეა, ჩვენ რამდენჯერ ვიცინით? - 15-ჯერ ან 20-ჯერ.
სიცილის ძალასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. „30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს და საავადმყოფოდან გაწერეს. კაზინსი არ დანებდა. პრაქტიკულად უმოძრაო ავადმყოფმა ითხოვა დაემონტაჟებინათ მის ოთახში კინოპროექტორი და დაიწყო ერთიმეორის მიყოლებით კომედიური ფილმების ყურება. ის იცინოდა ყოველდღე მინიმუმ 6 საათი. .ერთი თვის თავზე, ავადმყოფმა შეძლო თითების ამოძრავება, შემდეგ კი, თანდათანობით, მან კვლავ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ცხენით ჯირითი და ჩოგბურთის თამაშიც კი.
ექიმები, რომლებიც თვლიდნენ, რომ კაზინსი განწირული იყო, გაოცებისგან გაშეშდნენ როცა ის სრულიად ჯანმრთელი იხილეს. ამის შემდეგ ნორმან კაზინსს შეარქვეს „ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი“. ის განკურნა სიცილმა. ეს სინამდვილეა და არა მოგონილი ამბავი.
ასე რომ ის დადებითი ემოცია, რაც გამოიყოფა სიცილის დროს, ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. ეს ენდორფინები ერთგვარ ტკივილგამაყუჩებლადაც მოქმედებს. როდესაც მე და ჩემი ძმა (მაგნო, მსოფლიოში აღიარებული სიცილის ლიდერი, რომელიც 20 წელია უცხოეთში ცხოვრობს. ავტ.) თურქეთში „სიცილის თერაპიის“ ჩასატარებლად მიგვიწვიეს, მოვიდა ადამიანი კბილის ტკივილით, არ ვარ სიცილის განწყობაზეო, მაგრამ „ვაიძულეთ“ რომ გაეცინა, ჩაერთო ვარჯიშებში და ძალაუნებურად კარგ ხასიათზეც დადგა და თქვენ წარმოიდგინეთ ისე გაუარა ამ ტკივილმა, რომ ტრეინინგის შემდეგ კბილი საერთოდ არ გახსენებია. სიცილი 27 %-ით უფრო ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ტკივილის დაძლევაში.სავალდებულოა დღეში ვიცინოთ ნახევარი საათი
თუ რამე აგტკივდათ აიყავენეთ თავი ხელში და გაიცინეთ. სიცილი ძალიან უხდება ვენებსაც, ასევე იმუნური სისტემა 32 %-ით მაღლდება. სისხლის მიმოქცევა ძალიან კარგად აქტიურდება. სიცილი ძალიან კარგად მოქმედებს სტრეს მენეჯმენტზე, სიცილი აუცილებელია იმისთვის, რომ შევქმნათ კარგი სამუშაო გარემო. რომ უფრო წარმატებულები ვიყვეთ როგორც ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ფინანსურ დონეზე. ეს პოზიტიური ფსიქოლოგიის ნაწლია. სავალდებულოა დღეში ვიცინოთ ნახევარი საათი, რომ ეს ეფექტი მივიღოთ და ენდორფინი გამოიყოს.
თუ არ გეცინება ხელოვნურად შეიძლება გამოიწვიოთ, რადგან ტვინი ვერ ანსხვავებს ეს ხელოვნური სიცილია თუ ბუნებრივი. ის ენდორფინები ისედაც გამოიყოფა. ამიტომ შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური სიცილი.
ასეთი ცდა ჩაატარა ამერიკელმა ექიმმა, პროფესორმა გრეკ ბრენდენმა ამერიკის ჯარში. ერთ ოთახში დასვა ადამიანი და მეორე ოთახში დადო მისი რაღაც ნაწილი, - თმა, ფრჩხილი. აღმოჩნდა რომ მაშინ როდესაც ადამიანი კარგ ხასიათზეა, მისი ნაწილი დამოუკიდებლად ფართოვდება და თუ ცუდ ხასიათზეა იკუმშება.
მექსიკელი ბებო
დათოს ყოველ წელს სხვადსახვა ქვეყნები იწვევენ. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო მექსიკაა. ყოველწლირად თვენახევრით ტარდება სიცილის ტრეინინგები. იქ არის შეგნება იმისი რომ სიცილი კარგია ორგანიზმისთვის. ჩვენთან ასე არ არის, ჩვენ ძალიან სევდიანი ხალხი ვართ. ეს სამწუხაროდ გამჯდარია ჩვენში და ამას ემატება ნეგატიური ინფორმაციაც, რომელსაც უნებურად ყოველდღე ჩვენი ტელევიზიებიდან ვისმენთ. საშინელი ზეწოლა მიდის ფისიქიკაზე.
80 წლის ქალს კი ამ სახი პრეტენზია ჰქონდა. ცოტას გავივლი და ისე ვიღლები რომ უნდა დავჯდე და დავისვენო. კითხულობდა - თქვენს ტრეინინგს რომ გავივლი ეს დაღლილობა თუ მომეხსებაო? დათო თავიდან შეყოვნდა 80 წელი პატარა ასაკი არ არის. მერე უთხრა სცადეთ, გააკეთეთო. გაიარა ამ ქალბატონმა ეს ტრეინინგი და დათომ როდესაც მექსიკა მოიარა და თვენახევრის მერე ისევ იმ ქალაქში მობრუნდა, ეს მოხუცი სპეციალურად მოვიდა მასთან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ენერგიაზე ვარ ორი საათი ვიარე და არ დავმჯდარვარ არც დავღლილვარო.
ასეთი ეფექტი აქვს სიცილს, თუმცა ტრეინინგის შემდეგ არ უნდა შეწყვიტო და შენს თავთან უნდა იმუშაო.
3 მაისი - მსოფლიო სიცილის დღე
ასეთ ისიცილის დღეები მსოფლიოში იმაერთება ხშირად. ეწყობა დიდი მსვლელობა, მასკარადის ფორმებში, ხალხი იცინის და მხიარულობს, ეს სიცილი კი გადამდებია. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა გამოჩნდნენ ორგანიზატორები, რომლებიც სიცილის დღეს წელს საქართველოშიც აწყობენ. რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ცოტა გამოაფხიზლებს ეს დღე ქართველებს. მივხვდებით რომ მარტო მწუხარება არ არის საჭირო, პოზიტივი ბევრად დადებითად მოქმედებს თითოეულზე. დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ცუდია, რომ ამდენ ენერგიას უთმობენ ამდენ ნეგატიურს. 3 მაისი და სიცილის დღე ვფიქრობ, არტა მარტო ადამიანებს , მთლიანად ქვეყანას გამოიყვანს ამ ნეგატივიდან.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






