,,აქ სისხლისღვრა მოხდება… მშიერი ვკვდებით“ - ნასაკირალელ გლეხებს მიწას ართმევენ
საზოგადოება - 15:00, 19 Mar, 2015     3465
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ, ამავე დაბაში, ხელისუფლების მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით 12 ჰექტარი მიწის კომპანია "პროგრეს-პლიუსზე" გადაცემა გააპროტესტეს.

"41 ოჯახი საერთოდ მიწის გარეშე ვრჩებით, ჩვენ ამ მიწას ათეული წლებია ვამუშავებთ და ისაა ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ, აქ მკვლელობები და სისხლისღვრა მოხდება"-განაცხადეს გლეხებმა დღეს დაბაში გამართულ აქციაზე.

სოფლის მოსახლეობამ თავიანთიი დეპუტატი შოთა ართმელაძეც გააკრიტიკა, რომელმაც გლეხებს გაყიდვის პროცესი დაუმალა.

"თუ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება და ხელისუფლება მხარში არ დაგვიდგება მაშინ გადაგვასახლონ ბარემ, მიწა არა, არაფერი არ გვაქვს მშიერი ვკვდებით, მთავრობააა ეს რაც გვყავს? არა და აქციებს ოზურგეთშიც გავმართავთ და თბილისშიც"-უთხრა "გურიის მოამბეს" აქციის ერთერთმა მონაწილემ.

დაბა ნასაკირალში 12 ჰექტარი ჩაის პლანტაცია შპს "პროგრეს +" 2003 წლიდან აქვს 10 წლიანი იჯარით, 2014 წელს, საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ კომპანიამ ეს ტერიტორია შეისყიდა.

გასული 10 წლის განმავლობაში კომპანია მიწებით არ სარგებლობდა და მას ადგილობრივები იყენებდნენ.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42