ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს
საზოგადოება - 14:38, 19 Mar, 2015     6615
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეშფოთებას გამოთქვამს მოქალაქეების ბოლოდროინდელი იმ ქმედებების თაობაზე, რაც თბილისის ქუჩებში მდებარე წყალსადენის საკვანძო ჭებში მათ უნებართვოდ ჩასვლასა და ურდულების თვითნებურად დაკეტვის მცდელობას უკავშირდება.
აღნიშნული ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, კომპანია თბილისის მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუშვებლად მიიჩნევს მსგავს თვითნებურ ქმედებებს, რაც პირველ რიგში, რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, იწვევს ურდულების დაზიანებასა და გარკვეული არეალის მოსახლეობის საათობით უწყლოდ დატოვებას - კომპანია კი იძულებულია, დაზიანებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ახლით შეცვალოს, რაც, ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯია.

მოქალაქეები მსგავს თვითნებურ ქმედებას მიმართავენ მაშინ, როდესაც მათ საცხოვრებელ ფართში დაზიანებული წყალგაყვანილობის შეკეთება-შეცვლა სურთ და წყლის ლოკალურად შეწყვეტას ვერ ახერხებენ. ამის გამო ისინი, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე, საკვანძო ჭებში დამონტაჟებული ურდულების დაკეტვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, მიმართავს მოსახლეობას, რომ მაგისტრალური ქსელიდან წყლის დაკეტვის თაობაზე აუცილებლად ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ კომპანიას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მომხმარებლის შიდა ქსელზე, ავარიული დაზიანების გამო, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება და სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია წყლის დაუყოვნებლივ დაკეტვაზე, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს - 293 11 11, ან ვებგვერდის - www.georgianwater.com - ონლაინ-ჩეთს. მიღებულ შეტყობინებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42