ექსკლუზივი: ორსული სოფო ტოროშელიძის სიმბოლური ტატუ და სურვილების სამაჯური
საზოგადოება - 12:24, 19 Mar, 2015     12289
სოფო ტოროშელიძემ ორსულობის გამო "X ფაქტორის" ჟიურის წევრობაზე უარი თქვა, თუმცა მაინც არ ისვენებს და შოუს ჩაწერას ყოველ დღე ესწრება. სხვანაირად არც გამოვა "X ფაქტორის" მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელს საპასუხისმგებლო მისია აკისრია. როგორც სოფომ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა წელს პროექტი მუსიკალურად მთლიანად მასზეა დამოკიდებული. პატარას კი მუსიკოსი გათხოვებიდან მეოთხე წელს ელოდება.

სოფო ტოროშელიძე: „ახლა, ორსულობის მეშვიდე თვეში ვარ, მერვეში გადავდივარ, მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვერბში ბიჭს ველოდები. სახელიც შერჩეული გვაქვს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვაქვს გადაწყვეტილი, ამიტომ არ ვამბობ, უფრო საერთაშორისოა და არა ქართული სახელი. ჩვეულებრივი ორსულობა მაქვს, და აბსოლუტურად ჩვეულებრივად ზუსტად იგივე რეჟიმით ვცხოვრობ.

-როგორც ვხედავთ ჩაწერას ყოველ დღე ესწრები, არ იღლები?
-უფრო დღის ბოლოს ვიღლები. ყველა მეკითხება სად წახვედი, ჟიურიში რატომ არ ხარო. რა თქმა უნდა ორსულობის გამო. მაგრამ წელს ვარ მთლიანად "X ფაქტორის" მუსიკალური ხელმძღვანელი, წინაზე ჟიურის გამო თუ მხოლოდ ჩემი კატეგორია იყო ჩემი პროდიუსერობის ქვეშ ახლა მთლიანად პროექტი უკვე ჩემზეა დამოკიდებული მუსიკალურად. ასე რომ არასად არ წავსულვარ, ძალიან დიდი საქმე მელოდება წინ.
- იმდენ მუსიკას ასმენინებ პატარას , ალბათ ისიც მუსიკოსი გამოვა?..
- სიმართლე გითხრათ არც მინდა რომ მუსიკოსი იყოს, იმდენად მუსიკაში ვარ მე 24 საათის განმავლობაში, რომ არ მინდა. რა თქმა უნდა შეიძლება რომ ნიჭი ჰქონდეს, რადგან ეს ჩემზე არ არისდ დამოკიდებული, მაგრამ მომღერლებს და მუსიკოსებს რომ უნდათ თავიანთი შვილებს მუსიკალური ნიჭი გამოჰყვეს მშობლისგან, ასე ძალიან ნამდვილად არ მინდა, რა იქნება ვნახოთ.
- ეს სურვილების სამაჯურია? ბავშვობა გამახსენდა ...
- ხო, უბრალო სამაჯური ნამდვილად არ არის, ზაფხულში გავიკეთე და ბავშვურად სურვილიც ჩავიფიქრე. ეს სურვილი ახლა ასრულების ეტაპზეა და სამაჯურიც თავისით წყდება.
- ტატუზეც მინდა გკითხო, რა სიმბოლოები გაქვს ხელებზე გამოსახული?
-საერთოდ გეომეტრიული ფიგურები ძალიან მიყვარს, ეს კი წყლისა და ჰაერის სიმბოლოებია. მე თვითონ შევარჩიე, ძალიან მომწონდა. საერთოდ ძალიან მიყვარს მეცნიერება, ასტროლოგია, ასტრონომია, ძალიან ჩართული ვარ და მუსიკოსი რომ არ გამოვსულიყავი აუცილებლად ამ კუთხით წავიდოდი. ამ ტატუებს, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდე ასე არ არის, უბრალოდ მიყვარს ტატუები, კისერზეც მაქვს გვირგვინი და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42