"ჯობდა კომიდან არ გამოვსულიყავი" - მე-10 კლასელი ქეთას ტრაგედია
საზოგადოება - 11:15, 19 Mar, 2015     28718

მე-10 კლასელ ქეთა ხოზრევანიძეს მალამო სჭირდება, რომელსაც სრულიად უცხო ადამიანი წლების განმავლობაში მისთვის გერმანიაში ყიდულობდა. თბილისში მცხოვრებ სპონსორ ქალს ქეთი მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა. ქეთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს.

ადამიანი, რომელიც ქეთის წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ეხმარებოდა, ქეთისთვის მალამოს ყიდვას გასული წლიდან ვეღარ ახერხებს - ქეთამ მძიმე დამწვრობა მაშინ მიიღო, როცა 7 წლის იყო.

ქეთას დედა - ნატო ხოზრევანიძე ამბობს, რომ მალამოს გარეშე ბავშვის კანი გამოშრა და ყოველ დღე უფრო ზიანდება. ქეთის დამწვარი აქვს სახე, ხელები და ერთი ფეხი. „ბათუმელებთან“ დედა ამბობს, რომ დამწვრობის ცენტრში ექიმებს უკვე ელაპარაკა, მაგრამ ფოტოებიდან დიაგნოზისა და საჭიროების შესახებ დასკვნას ექიმები ვერ აკეთებენ, შვილის თბილისში ექიმთან წაყვანის შესაძლებლობა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ოჯახს არ გააჩნია.

ქეთას ოცნებაა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს, ახლა ის იმ ასაკშია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. მართალია, ქეთამ სოციალურ ქსელში თავისი ფოტოები გამოაქვეყნა, თუმცა ჯერ მისი დახმარების სურვილი არავის გამოუთვამს. გოგონას იმედი აქვს, რომ თუ ჟურნალისტები მისი ამბის გავრცელებაში დაეხმარებიან, ის ოპერაციის ფულის შეგროვებას შეძლებს.

„რვა დღე კომაში ვიყავი. მეცხრე დღეს გამომეღვიძა ... ზოგჯერ ვფიქრობ, ჯობდა არ გამღვიძებოდა. მაშინ ყველა მამშვიდებდა, ყველა მაიმედებდა. ბევრი მნახველი მყავდა ავადმყოფს, მაგრამ ყველაზე რთული მაინც საკუთარ თავთან პირველი შეხვედრა იყო სარკეში... ამ ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია. ამან ის წუთებიც გადაფარა, როცა სისხლის გუბეში ვიწექი ...იმ დღის შემდეგ აღარ მსიამოვნებდა მნახველებისა და სტუმრების მიღება... იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება“, - წერს ქეთა.

რა დაჯდება ოპერაცია არც ქეთამ იცის და არც მისმა მშობლებმა - აქამდე ექიმთან ჩასვლა ვერ მოახერხეს და იმიტომ. ქეთა 7 წლის ასაკში სამზარულოში დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად დაიწვა.

GE20LB0711192888 19 30 00, ლიბერთი ბანკი, ზაურ ხოზრევანიძე ქეთის მამა. 595 91 84 20 ეს კი ქეთას დედის, ნატო ხოზრევანიძის ტელეფონის ნომერია.


წყარო: batumelebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42