ანსამბლის ხელმძღვანელი ქეთი ბოლქვაძე აცხადებს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და გემი პორტს მალე დატოვებს.
„არ არის არავითარი პანიკა. ქალაქის რომელიღაც ნაწილში მოხდა ტერაქტი, რაც ჩვენ ხუთი საათის შემდეგ გავიგეთ. ხვალ აქედან გავდივართ, მთელი დღე- ღამე გემი იქნება ზღვაში და შესაძლოა დაკავშირება ვერ მოხერხდეს.
დაგვიკავშირდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი გვკითხა ეცნობებინათ თუ არა ეს ამბავი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ჩვენ ეს საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს,“- განაცხადა ქეთი ბოლქვაძემ.
ტუნისში ასევე იმყოფებიან ქართელი მეზღვაურები, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების პრესსპიკერის განცხადებით ტუნისში დღეს საქარველოს ელჩი ჩადის.
„ვიცით, რომ გემი არის შესული ტუნისის პორტში, მთელი ჯგუფი იმყოფება გემბანზე. მათი უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან პორტს სამართალდამცავები იცავენ. იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტუნისში იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, ჩვენი ელჩი ჩავა ტუნისში და ვითარებაში გაერკვევა“-განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული პირები , ბარდოს მუზეუმში შეიჭრნენ და მძევლად 40 ტურისტი აიყვანეს. მუზეუმზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთი ადგილობრივი, ხოლო 7 ტურისტია.
მასალის გამოყენების პირობები






