ამერიკული საინვესტიციო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:03, 18 Mar, 2015     1659
18 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდის „Gazelle Finance“ გენერალური დირექტორი ჯეფრი ლიბერტი მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

ამერიკული საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფრი ლიბერტიმ მისი კომპანიის გადაწყვეტილებაზე და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ოპერაციების დაწყების შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა სტუმარმა საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს საქართველოში საინვესტიციო ფონდის სამომავლო გეგმების შესახებაც გააცნო ინფორმაცია.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის შემოსვლას, როგორიცაა „Gazelle Finance.“ მისი განცხადებით, ამერიკული საინვესტიციო ფონდი აპირებს, რეგიონში განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების საკრედიტო და კაპიტალში მონაწილეობის ოპერაციები. ამით შეივსება ის სიცარიელე, რომელიც დღეს არის ამ მიმართულებით ფინანსურ სექტორში.

ამერიკული საინვესტიციო ფონდის „Gazelle Finance“-ის გენერალურმა დირექტორმა ჯედრი ლიბერტმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა არის სტაბილურად მზარდი და მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. ამდენად, მისი კომპანია გეგმავს, განახორციელოს ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის ყველა სეგმენტში, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკული საინვესტიციო ფონდი „Gazelle Finance“ მიმდინარე წლის შემოდგომიდან გეგმავს საქართველოში ბიზნესის დაწყებას და მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში საქმიანობას საქართველოს ოფისიდან განახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42