„ძალიან ცნობილ მამაკაცთან სერიოზულ შეხვედრაზე გახლდით. მაგრამ, არ მკითხოთ მისი ვინაობა, ვერ გეტყვით. მოკლედ, გარკვეული თავისუფალი დრო გვქონდა და შევთავაზე, დრო მოვკლათ და გავერთოთ-მეთქი. მკითხა, სად გინდა გართობაო და ვუპასუხე, მთაწმინდაზე მინდა, ეშმაკის ბორბალზე-მეთქი. ისიც ექსტრემალი, ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა და გავუგეთ ერთმანეთს. ეტყობა, ვინც ამ ეშმაკის ბორბალს რთავს, მიხვდა ჩვენს ქმედებებზე, რასაც ვაპირებდით ჰაერში და მაღლა რომ ავედით, ძრავა გამორთო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი დავყავით იქ, მაგრამ, ეს ფაქტი არასდროს დამავიწყდება (იცინის). თავისუფალი ქალი ვარ და ჩემთვის ნებისმიერ სიტუაციაშია სექსი მისაღები, გააჩნია განწყობას. ზოგადად, მე იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თავის ცხოვრების დეტალებს არ მალავს, არ მიყვარს ქალები, რომ ინიღბებიან და მალავენ თავიანთ ჩადენილს. გინდა? – გააკეთე და ისიამოვნე! საკმაო გამოცდილება მაქვს და არ მიჭირს ურთიერთობებზე გულახდილი საუბარი. თან, მარტო სექსიც ხომ არ არის? მე ბევრ მამაკაცთან ვმეგობრობ და ხშირად რჩევებსაც მეკითხებიან კარგი ფსიქოლოგი ვარ. დიდი ხანია, ვფიქრობ, შევქმნა ქალთა რჩევების ცენტრი, სადაც ქალებს კომპლექსებს მოვუხსნით. ამაზე სერიოზულად ვფიქრობ.“
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






