თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს
საზოგადოება - 17:26, 18 Mar, 2015     1349
თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.

"პროექტი "ჩემი ეზო" თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს, "ჩემი ეზოს" ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო",-განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება. კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის რაიონის გამგეობა შეარჩევს.

პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42