ქუთაისის აეროპორტში მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა
საზოგადოება - 15:59, 18 Mar, 2015     1268
18 მარტს, შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობას გახსნა, რომელიც მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი.

ოფისის ახალი შენობის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთის რეგიონში გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულიადა სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია “UN Studio”-ს ეკუთვნის, მუშა პროექტი კი შპს “კაპიტელმა” შექმნა. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს “რონკომ” 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების - ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს.

შენობაში მოეწყო მეტეოროლოგიური დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი. ცენტრი აღიჭურვა საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

ინფორმაციისთვის: 2014 წელს მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ხარისხის მართვის შესაბამისი ISO სერთიფიკატი მიიღო და საავიაციო კლიმატოლოგიური ხასიათის წიგნი (ISBN 978-9941-0-7210-9) - „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი“ გამოუშვა. მეტეოროლოგიური სამსახური, არსებული შიდა პროცედურის მიხედვით, აღნიშნული მიმართულების წიგნის გამოშვებას ყოველწლიურად გეგმავს.

შპს “საქაერონავიგაცია” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ცალკეული სამსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას, რაც “საქაერონავიგაციის” მთავარი მიზანი და გამოწვევაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42