"საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობ სააგენტოს ქმნის"
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:04, 18 Mar, 2015     1586

საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული ადგილობრივი კომპანიების დასახმარებლად საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობ სააგენტოს სტრუქტურაზე მუშაობს. ამ მიზნით ფონდმა შეარჩია საერთაშორისო კონსულტანტი - ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილი იტალიური სააგენტო „საჩე“ (SACE).

საპარტნიორო ფონდი „საჩესთან“ (SACE) ერთად მომდევნო სამი თვის განმავლობაში სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტიორების ფინანსირებას. „ეს საშუალებას მოგვცემს, შემდგომი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივით, პირველ ეტაპზე შევქმნათ მინიმუმ 4 პროდუქტი, როგორებიცაა ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საკრედიტო დაზღვევა, დოკუმენტური დაკრედიტება, ფაქტორინგული ოპერაციები, ფინანსური გარანტიები. ზოგადად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევასა და ამ რისკების გადანაწილებასთან“, განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. კოვზანაძის თანახმად, ყოველივე ეს ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად. ფონდში ვარაუდობენ, რომ სამი თვის განმავლობაში სააგენტო იქნება ჩამოყალიბებული და დაკომპლექტებული. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შვილობილის სტატუსით ჩამოყალიბდება.

საჩე (SACE) ჯგუფი არის ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს ფართო პროდუქტების სპექტრს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა შეადგენს 70 მლრდ. დოლარს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 189 ქვეყანას. საჩე (SACE) ჯგუფი ხელს უწყობს იტალიური და უცხოური ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, ფულადი სახსრების სტაბილურობის გარანტირებით. „საჩეს“ (SACE) მისიაა ხელი შეუწყოს იტალიურ ექპორტსა და ინვესტიციებს, ასევე იტალიური ეკონომიკისა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42