ტაბატაძეების 5 სულიანი ოჯახი წლებია უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. სახლში, რომელსაც ნორმალური არც სახურავი და არც კედლები არ გააჩნია, იატაკის მოვალეობას კი მიწა ასრულებს, მესამე კლასელი გოგონა ბებიასთან, საწოლში ჩავარდნილ ბაბუასთან, მამასთან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბიძასთან ერად ცხოვრობს.
"ნიუპოსტის" რეგიონალური ჟურნალისტი ტაბატაძეების ოჯახის მდგომარეობის გასაგებად მათ სახლში მივიდა.
ტაბატაძეების ოჯახისთვის ავარიულ სახლში ცხოვრება ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად გაუსაძლისი ხდება, თუ უამინდობის დროს ოთახებში დამდგარი წყლის ამოსატუმბად სამაშველო სამსახურს იძახებენ, ზაფხულში ქვეწარმავლებთან უწევთ ბრძოლა:
„ზაფხულობით გველები შემოდიან, წინა ზაფხულს ბავშვს ფეხებში ჰყავდა საწოლში, ისიც კარგი, რომ დროულად შევნიშნეთ, თორემ დავიღუპებოდი. _ ამბობს თამარ ტაბატაძე და მარიამის საწოლს გვიჩვენებს. სულ წვიმა ჩამოდის, იმის გამო, რომ წყლით ივსება ყველაფერი, სამაშველო სამსახურს ვიძახებთ, რომ წყალი ამოტუმბონ, მეშინია ბავშვი არ დამეხრჩვეს, ერთხელ ხელში აყვანილი გაიყვანეს და წყალი დააშრეს.~ _ ამბობს თამარ ტაბატაძე.
სამ საცხოვრებელ ოთხაში მხოლოდ სამი საწოლი, მაგიდა და ღუმელი დგას. არ აქვთ კარადა და არც სხვა სახის ავეჯი.
როგორც თამარ ტაბატაძე გვიყვება, პატარა მარიამს საკუთარი საწოლიც კი არ გააჩნდა, მის შესაძენად 100 ლარი ერთ-ერთმა მამაომ მისცა. ანტისანიტარიასა და უმძიმეს ყოფით პირობებს რამდენიმე წლის წინ ოჯახის ერთი წევრის, წლინახევრის პატარა გიორგის სიცოცხლე შეეწირა. ექიმებმა პატარას გარდაცვალების მიზეზად ჩუმი ფილტვების ანთება დაასახელეს:
„გაჭირვებული ვართ ძალიან, ორი შვილს ჯანმრთელობის მძი პრობლემები აწუხებთ, პრობლემები აქვს ბავშვის მამასაც, არ მუშაობს, 100 ლარი პენსია აქვს, მაგრამ ეს თახა ბავშვსაც არ ჰყოფნის, ერთი ბავშვი ამ პირობების გამო გარდამეცვალა, ჩემ ხელებში დალია სული“, _ ამბობს თამარ ტაბატაძე.
ამბობს, რომ მარიამი სკოლაში დადის, თუმცა ბავშვისთვის საკვების და ტანსაცმელის შეძენაპრობლემას წარმოადგენს, გამომდინარე იქედან, რომ ოჯახში მარიამის გარდა ყველა მძიმედ ავადმყოფობს და მედიკამენტები ყოველდღიურად ესაჭიროებათ სინქრონი მარიამი დედამ მიატოვა, მამასაც უმძიმესი ავადმყოფობა აწუხებს, რის გამოც პატარა მამის მძიმე გასაჭირს ხშირად შესწრებია და მისთვის დახმარებაც აღმოუჩენია, მარიამის სამეცადინო სახლის ნახევრად დანგრეული კედლებია, რომელზეც უამრავ წარწერას ტოვებს.
ტაბატაძე ხელისუფლებას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დამარებას სთხოვს, ამბობს, რომ ქალაქის მერი რამდენიმე თვის წინ დაჰპირდა, რომ მათ დაეხმარებოდა, თუმცა დღემდე მათთვის არაფერი შეცვლილა და არც არავის გახსენებია მათი არსებობა, პატარა მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფიქრობს და ამბობს, რომ თუ რამე არ შეიცვალა, პატარას მსგავს პირობებში გაძლება გაუჭირდება.
თუ ცოტა ხნის წინ თამარ ტაბატაძე ძველი ბაზრის შესასვლელთან ვაჭრობდა, რითაც მარიამის გამოკვებას ახერხებდა, ამჯერად გაურესებული ჯანმრთელობის მდგოარეობის გამო იძულებლი გახდა სახლში დამჯარიყო. ამბობს, რომ ექიმებმა ოპერაციის გაკეთება ურჩიეს და მძიმე ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს.
„ოპერაციაზე მიბარებენ და ვერ მივდივარ, სასწრაფოდ მესაჭიროება, მაგრამ როგორ მივიდე, საშუალება არ მაქვს, ექიმი მეჩხუბება, ქმარი ჩაწოლილია, ბავშვი სარჩენია, ლუკმა-პურის ხომ უნდა ჰქონდეს პატარას, ასე გაჭირვებაში ვართ. რამდენი წელია მპირდებიან, ხო, მოვალთ და გაგიკეთებთო, მაგრამ არავის გავხსენებივართ. ისეთ ფულიანებს ეხმარებიან ხოლმე, მიკვირს, მე კი არაფერს არ მიკეთებენ. განცხადება ახლაც დამაწერინეს, მოვიდა თამარი, სოციალურ სამსახურში მუშაობს, შევეცოდეთ, წავიდა, მაგრამ წამლის ფულიც კი არ მოუციათ, ჩავარდნილ მოხუცს, რომ დავალევინო, მთელი ღამე მოთქვამს ტკივილებისგან, მეც მეტი აღარ შემიძლია, მთელ ღამეებს უძილობაში ვატარებ. ვითხოვთ, გამიკეთონ ორი ოთახი მაინც, რომ ბავშვი შვიყვანო და ცხოვრება შევძლოთ, არც წამლების ფული არ მაქვს, დამაყუჩებელიც კი არ მაქვს, რომ მივცე, წუხელს მერე ყვირის ტკივილებისგან, არაფერი არ მაბადია, რა გავყიდო, ან რა მაქვს, რომ გავყიდო, შემოსავალი მეუღლის პენსია, ბავშვი გამიცივდა, ცუდად მყავდა, თირკმელებზე ჰქონდა პრობლემა, თბილისში გამიხდა წასაყვანი და სოციალური შემწეობა წინასწარ, 3 წლით გამოვიტანე. მეუღლის პენსიით შეშის შეძენას ძვლივს ვახერხებდით, მერე შევეცოდეთ მეზობელს და 400 ლარის შეშა ნისიად მოგვცა, ეგ ვალიც ხომ გასასტუმრებელია“, _ დასძენს თამარ ტაბატაძე.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, თამარ ტაბატაძემ ქალაქის მერიას განცხადებით 27 თებერვალს მიმართა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 11 980. შესაბამისად, იღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას. ხოლო ქალაქის მერიის შეჭირვებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა გათვალისწინებულია 57 000- 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეთათვის. შესაბამისად, ამ ქალბატონისთვის დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა, _ გვპასუხობენ პრესსამსახურში.
თუ ოჯახს დახმარებას არ აღმოუჩენენ და მათი საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესდება, ტაბატაძეების ცხოვრების გაგრძელება მხოლოდ მათ გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






