ლიტერატურული პრემია „ივერია“ – წელიწადი მეორე განსხვავებული ფორმატით დაიწყო
კულტურა - 19:24, 17 Mar, 2015     1118

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურულმა პრემია – „ივერიამ“ უკვე წელიწადი მეორე დაიწო. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა – კურთხევით.

პროექტს საჩხერეში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, მალხაზ ბაზაძემ და დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქალბატონმა მანანა კობახიძემ უმასპინძლეს.

„შაბათი მისი უწმინდესობის კურთხევით წიგნის კითხვის დღეა და ჩვენი პროექტი სწორედ მისი ნათელი გაგრძელებაა. მისი უწმინდესობის კურთხევაა ისიც, რომ ყველამ დარგოს ხე. ჩვენი პროექტი ამ მამულიშვილურ და საღვთო საქმესაც შეუერთდა. ეს ტრადიციად დარჩება და ასე იქნება მუდამ. ყოველ ქალაქში დავრგავთ ხეებს და მას ილია მართლის (ჭავჭავაძის) ბაღებს ვუწოდებთ… ასევე, მინდა გახაროთ, რომ ისევ მისი უწმინდესობის უდიდეს სურვილს ვასრულებთ – ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დავდივართ და მკითხველთან პირისპირ მიგვყავს გამოჩენილი, დიდი და სახელოვანი, მათ შორის ახალგაზრდა, მომავალი თაობის მწერლები და პოეტები. ისინი თავად კითხულობენ ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებს და ბავშვებს წიგნის სიყვარულს უღვივებენ, უფროს თაობას კი საშუალება ეძლევა, კიდევ ერთხელ ისიამოვნოს პირადად პოეტის მიერ წაკითხული შემოქმედებით.

ვცდილობთ, ყოველი ქართველი პირადად შეხვდეს ყოველ ჩვენს წარჩინებულ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს. დღევანდელ საღამოში ასევე ჩაერთნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის გუნდები, რამაც მეტად საინტერესო გახადა და გაალამაზა ღონისძიება“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

საჩხერეში ჩასულ ცნობილ პოეტებსა და ხელოვანებს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და აკაკის ძიძის სახლი დაათვალიერებინეს, შემდეგ ჭიათურის დედათა მონასტერში წაიყვანეს მოსალოცად, ხოლო საღამოს პროექტის ღონისძიება გაიმართა.

წელიწადი მეორეს მეორე ტურის მონაწილე პოეტები იყვნენ: კახაბერ სამყურაშვილი, ნათელა ხარაიშვილი, ედუარდ უგულავა, ცირა ბულაშვილი, ნანა სამხარაძე, გაგა გომართელი, ანა სამხარაძე, ამირან ჯანჯღავა, დეკანოზი ილარიონ ჩიგოგიძე, ხატმწერი – ნუგზარ სამხარაძე, მხატვარი – ზურა თევზაძე, ფოტოხელოვანი – მირიან კილაძე.

სტუმრები კი აღნიშნული პრემიის გასული წლის პრემიის ლაურეატები იყვნენ: პოეზიის დედოფალი და ილია მართლის ორდენოსანი, თინათინ მღვდლიაშვილი, განსაკუთრებული პოეზის ლაურეატი და ილია მართლის ორდენოსანი ლადო კახაძე, წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი ლევან ფანჩვიძე, „ ქართული ელიტის“ წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი გიორგი მარღიშვილი. ასევე, გასული წლის მონაწილეები: ქალბატონი, მანანა დუმბაძე, ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მისი უწმინდესობის კურთხევით დაიწყო ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლის შენება გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, ქალბატონი მაკა ბლიაძე და ისტორიული საქართველოდან – ჰერეთიდან, ბატონი ზურაბ პაპიაშვილი.

საღამოს წამყვანები იყვნენ: მსახიობი და ამავე პროექტის გასული წლის მონაწილე, თეატრ „არტ-გრუნის“ დამფუძნებელი და სამხატვრო რეჟისორი, პოეტი, მსახიობი, მიშა კოხოძე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემა „შუადღის“ ერთ – ერთი წამყვანი ანი ნაზღაიძე. აღნიშნული პროექტი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 28 დეკემბერს წელიწადი პირველი დასრულდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ პრემია „ივერიის“ ლაურეატები…





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42