,,იქ ისეთ რაღაცეებს ამბობენ, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე“ - რას ჰყვება ვახტანგ კიკაბიძე უკრაინულ მედიასთან
საზოგადოება - 18:52, 17 Mar, 2015     4716

ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი პოლიტიკოსების დასაქმებას, უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„მათ ყველას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდი შეკრიბეთ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რამდენიმე ძალიან საინტერესო ადამიანიც გყავთ, მაგალითად ეკა ზღულაძე, ძალიან ჭკვიანი კადრია“ - განაცხადა კიკაბიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და ქვეყანა ფეხზე დააყენონ, ძალის გაერთიანების შემთხვევაში კი მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

„ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ყოველთვის პუტინმა გაიმარჯვოს. მთავარია, პირველ ეტაპს გავუძლოთ, რადგან ეს ყველაზე რთული იქნება“ - აღნიშნა მან.

ვახტანგ კიკაბიძემ პოლიტიკისა და ხელოვნების კავშირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ეს ორი სფერო ერთმანეთისგან გამიჯნულია.

„ყველაფერი ურთიერთკავშირშია. რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, 7 წელია მოსკოვში არ ვყოფილვარ“ - დასძინა მან და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე ოცნებობს.

უკრაინის მოვლენებზე კომენტირებისას, კიკაბიძემ განაცხადა, როცა ცუდ ხასიათზეა Россия 24-ს უყურებს.

„იქ ისეთ რაღაცეებს ამბობენ, თმები ყალყზე მიდგება ხოლმე. უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აღიარებს. თავის დროზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი საქართველო დაიწყო. როგორ შეიძლება საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა ეს დაიჯეროს?!“- დასძინა მან.

შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინის ქალაქებში საკონცერტო ტურნე დაიწყო. საკონცერტო პროგრამის „ჩემი წლები - ჩემი სიმდიდრეას“ ფარგლებში გამართული პირველი კონცერტი, მომღერალმა მაიდანზე დაღუპულ „ზეციური ასეულის“ ხსოვნას მიუძღვნა.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42