GWP დიდუბის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ანახლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:37, 17 Mar, 2015     742

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დიდუბის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები, რომელიც გაფრინდაულის ქუჩაზე მიმდინარეობს, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, გაფრინდაულის ქუჩის მაცხოვრებლებისწყალმომარაგება უფრო საიმედო გახდება. მიმდინარე სამუშაოებით დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა დაინტერესდა, რომელსაც შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ დაათვალიერებინა.

გაფრინდაულის ქუჩაზე, საერთო ჯამში, მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 400 მეტრს შეადგენს.

როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ომარ გოცირიძე აღნიშნავს, გაფრინდაულის ქუჩაზე ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება საკანალიზაციო 150-მეტრიანქსელს, უახლოეს დღეებში კი ახლით შეიცვლება წყალსადენის 250-მეტრიანი ქსელიც და მთლიანად განახლდება მწყობრიდან გამოსული ყველა განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს 4 ახალ ჩამკეტ ურდულსდა მოაწყობს წყალსადენის 4 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 3ახალი საკვანძო ჭა მოეწყობა.

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთების რეაბილიტაციასა და ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42