ლიბერთი ბანკი CityPass სამგზავრო ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:46, 17 Mar, 2015     2930
ლიბერთი ბანკი ქ. ბათუმში CityPass ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. მხოლოდ 16 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით, CityPass ბარათით ავტობუსის მგზავრობის ღირებულების გადახდა მომხმარებლისთვის 30 თეთრის ნაცვლად 25 თეთრს შეადგენს!

წამახალისებელი აქცია ვრცელდება როგორც არსებულ, ასევე იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში აიღებენ CityPass ბარათს. ბარათის აღება შესაძლებელია ქ. ბათუმში არსებულ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათი გაიცემა უფასოდ. აქცია ვრცელდება მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ბარათებზე.

CityPass ბარათი არის ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული PAY სისტემის საბანკო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის და დუშეთის სატრანსპორტო საშუალებებში. 2015 წლის მარტის მდგომარეობით, მოცემულ ადგილებში გაცემულია სულ 50,000-ზე მეტი ბარათი.

გარდა ავტობუსის მგზავრობის საფასურის გადახდისა, მომხმარებელს CityPass ბარათით გადახდა შეუძლია ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც განთავსებულია ლიბერთი ბანკის და თიბისი ბანკის POS ტერმინალები. ყოველი გადახდის დროს, მომხმარებელი აგროვებს ქულებს ლიბერთი კლუბში. დაგროვილი ქულების გადაცვლა მომხმარებელს შეუძლია ნაღდ ფულზე, შეუძლია შეავსოს მობილურის სასაუბრო დრო ან გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. დამატებით, CityPass ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება Cheap.ge პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება ლიბერთი ბანკის POS ტერმინალზე.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქციებს CityPass ბარათის მფლობელებისთვის.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42