თბილისში ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას აღნიშნავენ
საზოგადოება - 10:14, 17 Mar, 2015     1693

2015 წლის 17 მარტს თბილისში ირლანდიის ეროვნულ დღესასწაული აღნიშნება. თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან დაგეგმილი ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში 20:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს შენობას სიმბოლურად მწვანედ გაანათებს. ამით თბილისი ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას “Global Greening”-ს უერთდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე - წმინდა პატრიკის დღეს, მსოფლოს სხვადსახვა ქალაქებში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება.

ღონისძიებას თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში მყოფი ირლანდიელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„Global Greening”-ის აქციაში თბილისის ჩართვის გადაწყვეტილება დუბლინში თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტის დროს გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ - "Tourism Ireland" - საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც 2015 წლის 17 მარტს ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მონუმენტები და არქიტექტურული ნაგებობები მწვანედ განათდება. 2015 წლის სიაში რომის კოლიზეუმსა და პარიზის მონმარტრის უბანში მდებარე საკრე-კიორის ბაზილიკასთან ერთად, პირველად მოხვდა თბილისი, სადაც 17 მარტს მწვანე ფერით განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა. ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს საქართველოს და თბილისს ეწვიონ. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა: თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის წელს პირველად მოხვდა.

ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე მსოფლიო ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. როგორც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42