კომპანიაში მიაჩნიათ, რომ განცხადებები, რომელიც მედიასაშუალებებით გაკეთდა, მიზანმიმართული იყო და კომპანიის რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებას ემსახურებოდა.
„ძლიერ შეგვაშფოთა 2015 წლის თებერვალში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაპატიმრება დაკავშირებული იყო სასტუმროსთან, რომელსაც აშენებს საერთაშორისო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“. ამის პარალელურად პუბლიკაციები შეიცავს არაერთ მცდარ და უზუსტო მონაცემებს კომპანიის შესახებ. სასტუმრო, რომელსაც შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე აშენებს, საპრივატიზებო პირობების შესაბამისად ფუნქციონირებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს. სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლების არასწორად და არაკვალიფიციურად გამოყენებამ, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მცდარი მოსაზრებები შეუქმნას შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ საქმიანობაზე. ჩვენ არ გვსურს, რომ კომპანიის სახელი ასოცირდებოდეს ამგვარ უკანონო გარიგებებთან“,- განაცხადა შპს „მაქრო ქონსთრაქშენ“-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა ანა სართანიამ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






