„ნიუპსოტისთვის" ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს სამუშაოების დასრულება 2017 წელს არის დაგეგმილი.
ჰაიატის ევროპა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის ვიცე პრეზიდენტმა, პიტერ ნორმანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ყოფილიშენობა უმაღლესი კლასის სასტუროდ გარდაიქმნება.
"მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ეს თვალსაჩინო ძეგლი შევმატოთ ჩვენს პორთფელს და კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჰაიატის ქსელი ევროპაში. პროექტი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ შუაგულ თბილისში არსებული, არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას გარდავქმნით თანამედროვე, უმაღლესი კლასის სასტუმროდ. მოუთმენლად ველით საქართველოს დედაქალაქში სასტუმრო "ჰაიატ რიჯენსის" გახსნას, რომლის მთავარი დანიშნულებაა სტუმრებს დასვენებისათვის სასიამოვნო გარემო, დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილება და უმაღლესი კლასის შეხვედრების დარბაზები შესთავაზოს", - განაცხადა პიტერ ნორმანმა.
სასტუმრო ჰაიატ რიჯენსი თბილისი, განთავსებული იქნება დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, რუსთაველის გამზირზე. ექნება 170 ნომერი, შეხვედრების რამდენიმე დარბაზი, (საბანკეტო დარბაზის ჩათვლით,) ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰაიატ რიჯენსის ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი.
მასალის გამოყენების პირობები






