საფრანგეთში წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:12, 16 Mar, 2015     2137
საპარტნიორო ფონდის მიერ მომზადებული წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების პროექტის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალქა კანში MIPIM 2015-ის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართა. გამოფენაში საპარტნიორო ფონდის მხრიდან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია მონაწილეობდა, რომელმაც პროექტის პრეზენტაციისას ასევე ისაუბრა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის, მანდატის და ფონდის მიერ უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებ.

„გამოფენის მონაწილეები საპარტნიორო ფონდის საქმიანობას პირველად გაეცნენ. ჩვენ მათ გავაცანით წყალტუბოს კურორტის შესაძლებლობები. მათი მხრიდან ფონდთან თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მზარდი ინტერესია,“ განაცხადა გიორგი დანელიამ.

წყალტუბოს კურორტის აღორძინების მიზნით საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად ერთ დროს სახელგანთქმული კურორტის შესაძლებლობები გამოიკვლია და მისი განვითარების კონცეფცია შეიმუშავა.

კონცეფციის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია რამდენიმე წლიანი პროექტია და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.

გამოფენის ფარგლებშივე გაიმართა უძრავი ქონების მსხვილ დეველოპერულ კომპანიების, საინვესტიციო ფონდების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროს ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირი შეხვედრები.

გამოფენას დაახლოებით 25 000 მონაწილე ესწრებოდა ევროპის, აზიის, აფრიკის, კანადის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. საქართველოს მხრიდან, საპარტნიორო ფონდის გარდა, გამოფენაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42