უმაღლესი გაუნათლებლობა საქართველოში
საზოგადოება - 12:54, 16 Mar, 2015     1494

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ერთ-ერთი პირველი ცხოვრებისეული იმედგაცრუება უნივერსიტეტს უკავშირდება. ჩაბარებამდე გვგონია, რომ ცხოვრების სტილს რადიკალურად შევიცვლით, საკუთარი საქმის პროფესიონალები ყველა მხრიდან დაგვეხვევიან და მხოლოდ იმაზე იზრუნებენ, თუ რა გვასწალონ და როგორ გაგვხადონ უკეთესები. სინამდვილეში კი აღმოაჩენ, რომ არჩეული პროფესია შესაძლოა სულაც არ გინდოდეს, ლექტორები ლექციებს ისე აცდენენ, გაფრთხილების ღირსადაც არ მიგიჩნევენ, სისტემა, სადაც საგნები უნდა აირჩიო იმ დონეზე გაუმართავია, რამდენიმე ასეული ადამიანის ერთდროულად შესვლას ვერ უძლებს და ითიშება, საგნებს წესიერად არ გიხსნიან, არც გამოცდებზე სტუდენტის ცოდნის შემოწმებით იკლავენ თავს და ა.შ.

ამ განუკითხაობის ოთხწლიანი ყურების შემდეგ, მაგისტრატურაზე გული გიცრუვდება. ფიქრობ, რომ სხვაგან წახვალ, სადაც უფრო მეტად შეძლებ ცოდნის მიღებას და ქართულ საუნივერსიტეტო ცხოვრებას ყველანაირად არიდებ თავს. ბოლოს მაინც გადაწყვეტ ჩაბარებას და აქ იწყება ცხოვრებისეული იმედგაცრუებების მორიგი ეტაპი.

საუნივერსიტეტო სასწავლო ბაზაზე წვდომის მიღების შემდეგ აღმოაჩენ, რომ ფაკულტეტზე არჩეული, შენთვის სასურველი მიმართულების საგნები სემესტრის ჩამონათვალში, სადღაც ერთი-ორი ციმციმებს და ისიც აუცილებლად გასავლელი არაა. ამიტომ, კრედიტის შესასრულებლად გიწევს ყოვლად გამოუსადეგარი, უინტერესო საგნებისა და არამოტივირებული ლექტორების არჩევა, რომელთაგან ზოგი გამუდმებით გიცდენს ლექციას და არც კადრულობს, შეგატყობინოს. საერთოდ არ აინტერესებს, რომ მისი საგნის გასავლელად შესაძლოა სტუდენტი გურჯაანიდან, თელავიდან თუ მცხეთიდან მოდიოდეს. მოგვიანებით, როდესაც სრულიად სამართლიანად უხსნი, რომ ფულს უხდი უნივერსიტეტში მოსვლასა და ლექციის ჩატარებაში, თავს ღრმად შეურაცხყოფილად გრძნობს (ბუნებრივია, ერთის გარდა პრობლემაზე სხვა სტუდენტები ხმას არ იღებენ. ლოგიკა მკვლელია - რა საჭიროა ლექტორთან ურთიერთობას გაფუჭება როდესაც 51 ქულას ისედაც დაწერს?!).

ლექტორის უპასუხისმგებლობით ისე ხარ გაბრაზებული, მზად ხარ, დამატებით დახარჯო ძვირფასი დრო და ენერგია, გაიარო ხელახლა ეს ყოვლად უსარგებლო და გამოუსადეგარი საგანი, თუმცა გამოცდილი სტუდენტები გეუბნებიან, რომ აზრი არ აქვს, რომ მსგავსი საჩივარი გასულ წელსაც დაწერეს მაგრამ უშედეგოდ - საგანი ხელახლა იმავე წარმატებით გაიარეს (ლექტორის დასწრება იგულისხმება)..

პროფესორთა მეორე ნაწილს ლექციის ჩატარება ისე ეზარება, ნახევარს ჭორაობაში ატარებს, ახალი წლის შემდეგ კი მთელ ერთ თვეს აცდენს. გრიპი საპატიო მიზეზია, თუმცა პროექტს მაინც გაგზავნინებს და საშუალო ქულას ისე წერს, არც მიიჩნევს საჭიროდ, შენიშვნები მოგცეს და არასწორი ნაწილი ჩაგისწოროს. ჩივილს არც ამ შემთხვევაში აქვს აზრი, თუმცა სხვა სტუდენტების შემყურე ღმერთს მადლობას სწირავ, რომ ლექტორს სისტემის მომდევნო სემესტრზე გადართვამდე არ დავიწყებია ნიშნების შეტანა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, ილიაში საგნების არჩევა თანხის გადახდის გარეშე შეგიძლია, რაც უდავოდ დიდი პლუსია და შანსიც ნაკლებია, კრედიტს მიღმა დარჩე, თუმცა სტუდენტის გაოცებას საზღვარი არ აქვს, როცა აღმოაჩენს, რომ საგნები, რომლებიც სემესტრში უნდა გაიაროს, დროში ერთმანეთს ემთხვევა და, ძირითადად, კვირის 2-3 დღეა დატვირთული.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში დარეკვისას აღმოჩნდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელმა პირმა საგნების ადეკვატურად გადანაწილება ვერ შეძლო, ეს სტუდენტის პრობლემაა და არა უნივერსიტეტისა (პასუხისმგებელმა პირმა ცხრილი, ძირთადად, ლექტორის თავისუფალ დროს მოარგო და სტუდენტი არც გაითვალისწინა) და პრაქტიკულად, ორი საგნის სანახევროდ გავლა გიწევს, სწავლის საფასურის დაფარვას შენგან ისევ სიზუსტითა და პატიოსნებით მოითხოვს.

კიდევ ერთი ტოტალური და გამოუსწორებელი პრობლემა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვს, ბაზებს უკავშირდება. საგნების ასარჩევი სისტემა იმდენად სუსტია, რომ ერთდროულად რამდენიმე ასეული ადამიანის შესვლას ვერ უძლებს და ითიშება. მაშინ, როდესაც სტუდენტების რაოდენობა და უნივერსიტეტის შემოსავალი არცთუ მცირეა, როდესაც ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან სტუდენტები, ვერ ვხვდები, რატომ არავინ ზრუნავს ამ პრობლმის მოგვარებაზე?!

ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება არა დოლარის კურსში, 40 კილომეტრში მომდგარ მტერსა თუ ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ სპექტრში მდგომარეობს, არამედ - განათლების სისტემის არქონაში, რაც ყველა სფეროში ერთიათად გვხევს უკან. მე კი ვზივარ და ჩემთვის აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება: რა უნდა გასწავლოს უნივერსიტეტმა მაშინ, როდესაც სასწავლო ცხრილის ადეკვატური განაწილების უნარი არ შესწევს?

ავტორი: თამარ კარელიძე

წყარო: http://blogs.liberali.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42