შიმშილის ზღვარზე - 78 წლის მარტოხელა ქალბატონის ცხოვრება ტყეში
საზოგადოება - 12:08, 16 Mar, 2015     8766

ლანჩხუთის ცენტრიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სანიაღვრე არხების გაყვანის დროს, ყანის ფართობებთან ახლოს მუშებმა ხის ფარდულში მცხოვრები 78 წლის ქალბატონი აღმოაჩინეს.

6 წელი შუქის, წყლისა და გათბობის გარეშე, ეთერ იმნაძე ცხოვრების მძიმე პირობებს სრულიად მარტო ებრძვის. წლების წინ ის აქ საცხოვრებლად მეუღლისა და ვაჟის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, მიუვალი ტერიტორია გაწმინდა, პატარა ფარდული ,,კარდონისა-და ძველი მასალებისაგან შეკრა და იქ ცხოვრება გადაწყვიტა. თუმცა შემდგომ, წლებმა თავისი გაიტანეს, წელისა და მუხლის არეში მწვავე ტკივილების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეერყა. დღეს მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ხელჯოხის გარეშე ვეღარ დადის. ზუსტ დიაგნოზს ვერ ამბობს, რადგან გასასინჯად ექიმთან მისვლა ვერ მოახერხა.

მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თანხის გარკვეული ნაწილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ეხარჯება. ამიტომ, დაძინება ხშირად ნახევრად მშიერს უხდება ხოლმე. ამას ისიც ემატება, რომ პურის მიმტანიც არავინ ჰყავს, გარეთ გასვლას და ცენტრში სანოვაგის ყიდვას აუტანელი ტკივილის გამო ვერ ახერხებს, მანძილი საკმაოდ შორი აქვს გასავლელი.

გვეუბნება, რომ ადამიანებთან საუბარი ენატრება, რადგან ტყეში მცხოვრებს, მხოლოდ ტურების ხმა ესმის და ხშირ შემთხვევაში საღამოს საათებში გარეთ ვეღარ გამოდის, წუხს, რომ მისი არსებობა ყველამ დაივიწყა: ,,აღარავის აღარ ვახსოვარ. აქ თუ ვინმე შეშის მოსაჭრელად ან ყანაში ჩამოვა, მაშინ ვხედავ ხალხს. ხალხთან ლაპარაკი მენატრება. აბა, მე ვერ გავდივარ მათთან. ეგ კი არა შვილო, პურის საყიდლად ვერ გავდივარ 5-6 კილომეტრი როგორ უნდა გავიარო ჯოხით ხელში? ამიტომ ხშირად მშიერს მიწევს დაძინება. ამასაც არ ვჩივი, ფეხი მაწუხებს ძალიან, საოპერაციო ვარ, მაგრამ ვის ვახსოვარ? ქმარი გარდამეცვალა, მერე ბიჭიც დამეღუპა, დავრჩი სულ მარტო. სახლი აღარ მქონდა და კარი, აქ დავსახლდი. ეკალ-ბარდი იყო სულ ამ ტერიტორიაზე, გავკაფე, გავასუფთავე და ვცხოვრობ ამ ფიცრულში. ყოველდღე უფალს სიკვდილს ვევედრები" _ გვიყვება ეთერი ბებო და საკუთარი ხელით ამოთხრილ ორმოს გვაჩვენებს, რომელიც ბაყაყების გუბეს უფრო გავს, ვიდრე სასმელი წყლისთვის ამოთხრილ ჭას. ორმოსთან მისულებმა ბაყაყებიც შევნიშნეთ, ეთერი ბებომ თავი დახარა: ,,როცა შემიძლია ცოტა ზემოთ წყაროს წყალია იქ მივდივარ, წყლის მოსატანად. თუ არადა, ამას ვსვამ. წვიმის დროს საშინლად იმღვრევა და სულ ტალახიანია წყალი. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სიბერის ჟამს, ასეთ პირობებში და მარტოს მომიწევდა ცხოვრება".

ცრემლიანი გვიყვება, რომ წვიმიანი ამინდის დროს, ძილსაც ვერ ახერხებს,

სახურავი ძველი შიფერისაგან არის დახურული, დაზიანებულია, წყალს ვეღარ აკავებს და წვიმის წვეთები პირდაპირ მის საწოლში მიედინება.…

ამას გარდა, ძლიერი ქარის დროს ,,კარდონის კედლები, ქარს ვერ აკავებს და ოთახშიც ორპირია. იატაკის ნაცვლად ძველი ფიცრები აქვს გამოყენებული, ისიც ალაგ-ალაგ უკვე დალპა და ამიტომ ფარდულში მუდმივად ნესტის სუნია. ასეთია 78 წლის ქალბატონის ყოველდღიური ყოფა.

თუმცა, არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ კოხტად მოვლილი პატარა ეზო, სადაც სხვადასხვა ჯიშის პატარა ნერგები ხარობს. ეთერი ბებომ შემოგვჩივლა, "რამდენჯერ პენსიის ასაღებად წასულს, ღობე დამტვრეული დამხვდა, აბა მე რა მაქვს მოსაპარიო". დამშვიდობებისხანს, ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით საყვედური გამოთქვა: არავინ ყურადღება არ მომაქციაო: ,,შარშან ვიყავი მისული. იქნებ როგორმე მომხედოთ მეთქი და ასე მითხრეს - ვინ გითხრა, რომ აქ განცხადება უნდა დაგეწერაო? არავინ ყურაღება არ მომაქცია. მერე შეშაც მინდოდა. ფიჩხებით ვთებები და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი, ისევ არაფერი. ვიღას უნდა მოხუცებული შვილო?! ისღა დამრჩენია სიკვდილს დაველოდო. მგონი, ყველას მკვადრი ვგონივარ, არადა ყველას მინდა გითხრათ, რომ ცოცხალი ვარ და დახმარება მჭირდება!" _ თვალები ცრემლით აევსო და გზაზე მომავალთ ლოცვა თან გამოგვაყოლა: ,,ღმერთმა დაგლოცოთ შვილო, ადამიანის ხმა გამაგონეთ, თქვენი იმედი მაქვსო”.



თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42