მუქარა გია ჯაჯანიძის პირადი მიმოწერიდან
საზოგადოება - 12:17, 16 Mar, 2015     2318

„დაგასახიჩრებ, აგკუწავ, ხორცებს აგათლი“ - ეს მუქარა გია ჯაჯანიძის პირადი მიმოწერიდან არის...

„დღეს საქართველოში მაყურებელს არ აინტერესებს სხვისი პრობლემა, მას აინტერესებს ლანძღოს და ტალახში ათრიოს ადამიანი“ - ამბობს ადამიანების აგრესიით აღშფოთებული ტელეწამყვანი.

გია ჯაჯანიძე: „ ვიღაც ქალი მწერს - ეშაფოტზე ხარ ასაყვანი, ხორცები უნდა ჩამოგათალოთო, დაგასისხლიანებ, ძვლებში დაგამტვრევო, ზოგი შოუში ატომური ბომბის ჩაგდებით მემუქრება - შენ გარყვენი ერი და დაღუპე საქართველოო, ძალიან ბევრი მუქარაა.

ყველა ჩემს წინააღმდეგ არის, ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა. გეები ჩივიან რომ მათ დისკრედიტაციას ვეწევი და მათ უფლებებს ვარღვევ, ტრადიციულები მლანძღავენ - რატომ ეწევი ამათ რეკლამირებასო, მორწმუნეები ბრაზობენ თუ რატომ მომყავს ურწმუნოები და ეს საშინელი ხალხი გადაცემაში. ურწმუნოები კი მწერენ, რა უნდათ მღვდლებს სტუდიაშიო.

მე არ ვარღვევ კანონს, რასაც ირგვლივ ვხედავ იმას ვაკეთებ და იმას ვაჩვენებ, პროპაგანდას არავის არ ვუწევ. ყველაფერს ვეხები ნაწილ-ნაწილ. მინდა მთავრობას ვაჩვენო რაც ხდება საქართველოში, რომ იმუშაოს ერის მენტალობასა და ერის ფსიქოლოგიაზე. იმ ხალხს კი ვისაც აღიზიანებს ჩემი გადაცემა მოვუწოდებ სხვა არხებს უყურონ.

სირაქლემას პოზაში არის დღეს საქართველოს უდიდესი ნაწილი, მაშინ როცა ამბობენ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართო და ფარისევლები ამ ლოზუნგით გამოდიან, როგორ შეიძლება ქრისტიანულ ქვეყანაში ამხელა რაღაც მოხდეს? ასეთი აგრესია იყოს? ეს სერიოზული გამოსაკვლევია.

დღეს საქართველოში მძვინვარებს საშინელი ძალადობა, ეს არის ძალადობა ყველანაირი. პირადში მოწერილი მესიჯებით ვამბობ. ძალიან დიდი აგრესიაა. დღეს საზოგადოებას უნდა, რომ ვინმე ობიექტი აირჩიოს და ჯიჯგნოს. კარგშიც ცუდი უნდათ რომ დაინახონ.

ვფიქრობ ეს ყოველივე არის იმ არარეალიზებულობის ბრალი რაც ჩვენს ქვეყანაში სჭირს ბევრს. რეალიზაცია ვერ გაუწია თავის ნიჭს, გარეგნობას და აგრესიას ამ კუთხით ავლენს“.


წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42