სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისები გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:06, 15 Mar, 2015     1530

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნას განაგრძობს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა გორში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. შენობა, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) დახმარებით აშენდა.

დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს.

,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა და არაერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების და რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე მოდის. საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ახალი, თანამედროვე ოფისები დაეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეფექტიანად განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ განაცხადა, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა - ეს, ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს. ,,რეგიონული სამსახურის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შიდა ქართლში ბაზარზე არსებული მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას. დაეხმარებიან მოსახლეობას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის მიმართულებით”, - აღნიშნა ზაზა დოლიძემ.

გასული წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა - ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი დაემატა. ეს, კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.

შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში დასაქმდება 12 თანამშრომელი, მათ შორის 4 ინსპექტორი, 1 სურსათის სპეციალისტი, 2 ვეტერინარი და 2 ფიტოსანიტარი, ხოლო მთლიანად რეგიონში - 22 თანამშრომელი. გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურს 4 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42