პრემია „ივერიამ“ წელიწადი მეორე განსხვავებული ფორმატით დაიწყო
საზოგადოება - 21:25, 14 Mar, 2015     1429

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია - „ივერიამ“ უკვე წელიწადი მეორე დაიწო. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ლოცვა კურთხევით.

პროექტს საჩხერეში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მალხაზ ბაზაძე და დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი მანანა კობახიძე მასპინძლობს.

„შაბათი დღე წიგნის კითხვის დღეა მისი უწმინდესობის კურთხევით და ჩვენი პროექტი სწორედ მისი ნათელი გაგრძელებაა. მისი უწმინდესობის კურთხევაა კიდევ, რომ ყველამ დარგას ხე და ამ მამულიშვილურ და საღვთო საქმესაც შეუერთდა ჩვენი პროექტი. ეს ტრადიციად დარჩება და ასე იქნება მუდამ. ყოველ ქალაქში დავრგავთ ხეებს და მას ილია მართლის (ჭავჭავაძის) ბაღებს ვუწოდებთ... ასევე, მინდა გახაროთ, რომ ისევ მისი უწმინდესობის უდიდეს სურვილს ვასრულებთ - ჩვენ ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დავდივართ და მკითხველთან პირისპირ მიგვყავს გამოჩენილი, დიდი და სახელოვანი, მათ შორის ახალგაზრდა, მომავალი თაობის მწერლები და პოეტები, თავად კითხულობენ ლექსს, პროზას და წიგნის სიყვარულს ვუღვივებთ ბავშვებს, უფროს ტაობას კი საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ ისიამოვნოს პირადად პოეტის მიერ წაკითხული შემოქმედებით. ვცდილობთ, რომ ყოველი ქართველი პირადად შეხვდეს ყოველ ჩვენს წარჩინებულ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს. დღევანდელ საღამოში ასევე ჩართულნი არიან ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის გუნდები, რაც მეტად საინტერესოს და ლამაზს ხდის ღონისძიებას“, - განაცხადა პრემიის და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც იცით, აღნიშნული პროექტი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწო და 2014 წლის 28 დეკემბერს წელიწადი პირველი დასრულდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ პრემია „ივერიას“ ლაურეატები...

ღონისძიება იმართება თვეში ერთხელ და მოიცავს სხვადასხვა საქართველოს კუთხეებს. ყოველ თვე სხვადასხვა პოეტები მონაწილეობენ, თვეში შვიდი პოეტი, ერთი ხატმწერი, ერთი მხატვარი, ერთი ფოტოხელოვანი, რომელთა შვიდ-შვიდი ნამუშევრიც გამოიფინება საღამოზე და საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ ხელოვანები. აქედან ერთი ყოველთვის არის ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ანუ სინამდვილეში ესენი არიან განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ერთი სასულიერო პირი. აგრეთვე საპატიმროებიდან გამოგვაქვს მსაჯვრდებულთა შემოქმედება საპატიმროებიდან და მას ვუკითხავთ საზოგადოებას, რაც ყოველი მათგანის ჩართულობაა მომავალი ცხოვრებისთვის, მათი რესოციალიზაცია ხდება და საბოლოოდ პოეტურ ანუ ცხოვრების სწორ და ლამაზ გზაზე შედგომაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. აღნიშნა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

საჩხერეში ჩასულ ცნობილ პოეტებს და ხელოვანებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აკაკი წერეთლის სახლმუზეუმს და აკაკის ძიძის სალხს დაათვალიერებინებს, შემდეგ ჭიათურის დედათა მონასტერში წაიყვანს მოსალოცად, ხოლო სარამოს 17 საათზე პროექტის ღონისძიება გაიმართება.

წელიწადი მეორეს მეორე ტურის მონაწილე პოეტები: კახაბერ სამყურაშვილი, ნათელა ხარაიშვილი, ედუარდ უგულავა, ცირა ბულაშვილი, ნანა სამხარაძე, გაგა გომართელი, ანა სამხარაძე, ამირან ჯანჯღავა, დეკანოზი ილარიონ ჩიგოგიძე, ხტმწერი - ნუგზარ სამხარაძე, მხატვარი - ზურა თევზაძე, ფოტოხელოვანი - მირიან კილაძე. სტუმრები, აღნიშნული პრემიის გასული წლის პრემიის ლაურეატები: პოეზიის დედოფალი და ილია მართლის ორდენოსანი, თინათინ მღვდლიაშვილი, განსაკუთრებული პოეზის ლაურეატი და ილია მართლის ორდენოსანი ლადო კახაძე, წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი ლევან ფანჩვიძე, ქართული ელიტის წლის პოეტი და ილია მართლის ორდენოსანი გიორგი მარღიშვილი. ასევე, გასული წლის მონაწილეები: ქალბატონი, მანანა დუმბაძე, ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყო ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლის შენება გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, მისი უწმინდესობის კურთხევით, ქალბატონი, მაკა ბლიაძე და ბატონი ზურაბ პაპიაშვილი, ისტორიული საქართველოდან - ჰერეიდან.

საღამოს წამყვანი მსახიობი და ამავე პროექტის გასული წლის მონაწილე, თეატრ „არტ-გრუნის“ დამფუძნებელი და სამხატვრო რეჟისორი, პოეტი, მსახიობი, მიშა კოხოძე. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემა შუადღის ერთ ერთი წამყვანი ანი ნაზღაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42