„მარი ბროსეს“ სკოლაში სწავლის საფასური წელიწადში 3 000 ლარს იხდიან, თუმცა მომავალი წლიდან სწავლის საფასური 500 ლარით გაუძვირდებათ. გადაწყვეტილება სკოლის დირექციამ უკვე მიიღო. მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სწავლის საფასურის გადახედვაზე სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ დირექციაც აიძულა.
გადასახადის გაზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ამის შესახებ შეტყობინება მშობლებს უკვე გაუგზავნეს.
თუმცა არის გამონაკლისი სკოლები, რომლებიც ლარის გაუფასურების მიუხედავად სწავლის საფასურს არ გაზრდიან. საქართველოს უნივერსიტეტის მიურ დაფუძვნებულ კერძო სკოლაში ამბობენ, რომ გაძვირება მათ სტრატეგიას ეწინააღმდეგება.
გაძვირდება თუ არა სხვა სკოლებშიც სწავლის საფასური ამის პროგნოზს ჯერ ვერ აკეთებენ. ისინი ლარის სტაბილურობაზე არიან დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები






