ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს კომპანია Moody’s-ის შეფასებები გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:25, 13 Mar, 2015     1343
მიმდინარე წლის 13 მარტს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება.

მინისტრის განცხადებით, ამის განმსაზღვრელ ფაქტორებად Moody’s-მა დაასახელა საქართველოში:

• მყარი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა;

• პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში;

• ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

• როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი:

• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და აქედან გამომდინარე ევროსტანდარტებთან დაახლოება იქნება დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის;

• ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა დაბალია და საკმაოდ შეღავათიანი მომსახურების პირობებით გამოირჩევა.

• DSFTA არის საკმაოდ დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ამასთან საექსპორტო პოტენციალის განვითარების კარგ პერსპექტივას სახავს, რაც საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში ასევე მოცემულია განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება გააუარესოს საქართველოს რეიტინგი:

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს აქვს პოზიტიური პერსპექტივა, ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის რეიტინგის შემცირება. თუმცა, პერსპექტივის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო მოწყვლადობამ ან გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და საგარეო პოზიციაზე.

Moody’s რეიტინგები - სხვა ქვეყნები:

Russia (Ba1/Negative) - გაუარესებულია; Azerbaijan (Baa3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა;

Armenia(Ba3/Negative) - გაუარესებულია; Moldova (B3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა;

Ukraine (Caa3/Negative) - გაუარესებული;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42