,,ყველას გეხსომებად 24 წლის ნიკა ნატროშვილის ამბავი, რომელიც უკვე რამდენი ხანია მუცლის არეში მიყინებული ცეცხლსასროლი ჭრილობის გამო ებრძვის სიკვდილს!
ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ყველას თხოვნით მოგმართავთ ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ არნიშნული და ვიმედოვნებთ, რომ გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას, რათა ყველა დავეხმაროთ ნიკას გადარჩენაში:
14მარტს, საქართველო-რუსეთის მატჩზე, მ. მესხის სტადიონზე შესასვლელებთან 15:30 სთ-დან განლაგებული იქნება ყუთები ნიკოლოზ ნატროშვილის ოპერაციისათვის თანხის შესაგროვებლად.
შესვენებაზე კი ყუთებს ჩამოატარებენ მაყურებელთა რიგებში. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ახალგაზრდას, ჩაყაროთ თანხა ყუთებში და/ან ჩარიცხოთ თანხა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე. წინასწარ გიხდით მადლობას.
ნიკას ამბავი - 06.2014. წ ნიკა ჰოსპიტალიზირებული იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით მუცლის არეში და ჰემორაგიული შოკით. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ჩატარდა დაახლოებით ოცი, მრავალსაათიანი ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობას ამძიმებდა სეფსისი და მწვევე რესპირატორული დისტრეს სინდრომია (ARDS). ამ ეტაპზე სახეზეა მოკლე ნაწლავის სინდრომი, დემფინგ სინდრომი და კახექსია. კვება ხდება მხოლოდ ენეტრალური და პარენტერალური გზებით, ხოლო ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ტრაქეოსტომის საშუალებით. ზ/ა გამომდინარე, პაციენტი უმოკლეს ვადაში საჭიროებს ნაწლავთა ტრანსპლანტაციას.
მდგომარეობის სიმძიმის გამო ბევრმა კლინიკამ უცხოეთში განაცხადა უარი მიღებაზე. მხოლოდ “Cleveland”-იs კლინიკა, აშშ აცხადებს თანხმობას პაციენტის მიღებაზე და საჭირო ქირურგიული ინტერვენციის ჩატარების თაობაზე. ამისათვის კი საჭიროა 250.000 აშშ დოლარი.
ProCredit Bank: GE65PC0483600400001007 (მიმღები: რუსუდან ბოჭორიშვილი) და SWIFT code: MIBGGE22.“ - ნათქვამია მოწოდების ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები






