ახლა საკმაოდ საშიში პერიოდი დგას, გაზაფხულია, გვგონია, რომ დათბა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქუჩაში ღამის გათენება უკვე საშიში აღარ არის, თუმცა ამინდის უეცარი ცვლილებების გამო ხშირად ხდება გაყინვა, გადაციება, ანუ ჰიპოთერმია.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც ბაკურიანსა და გუდაურში დადის სასრიალოდ. ხშირია, როდესაც ტრავმის გამო ადამიანი ჩავარდება თოვლში, ვეღარ დგება და ემართება გადაციება, იყინება! ამ დროს ტრავმამ და მოტეხილობამ შეიძლება ისეთი სავალალო შედეგი არ მოიტანოს, როგორიც გადაციებამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება ადამიანს ჰიპოთერმიის

შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ექიმი, დავით სერგეენკო გადაცემა ”ექიმებში” მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს. უშუალოდ გადაცემის ექიმები კი, პირველადი დახმარების სახით, მარტივ და ცოტა უცნაურ რჩევას გასწავლიან _ ჰიპოთერმიის შემთხვევაში გაყინულ ადამიანთან ახლოს იყოლიეთ ძაღლი - კონკრეტულად კი, სენბერნარის ჯიშის. ცნობილია, რომ ამ ძაღლებს გაყინული ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ. გადაცემაში ამ იშვიათი და უნიკალური ჯიშის ძაღლებსაც ნახავთ სტუმრად. ასე რომ, დაელოდეთ კვირას, 6 საათიანი ”კურიერის” შემდეგ ”ექიმებს”.
მასალის გამოყენების პირობები






