GDS-მა საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა
საზოგადოება - 12:46, 13 Mar, 2015     841
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 მარტს გამართულ სხდომაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ლიცენზიის მოდიფიცირება განახორციელა. ტელეკომპანია საერთო ლიცენზიის მფლობელი გახდა, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო გამოშვევბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.

კომპანიამ თავისი კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიას 2014 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 ოქტომბერს დაიწყო, კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

2015 წლის 4 მარტს ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შეჩერებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიაში ახალი განცხადება წარმოადგინა, რის საფუძველზეც განხორციელდა №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42