გაზსაცავის დასაბუთების მოსამზადებლად სატენდერო წინადადებები 16-მა კომპანიამ წარმოადგინა
საზოგადოება - 12:41, 13 Mar, 2015     1086

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ღია საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის სურვილი 22 ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა შემოთავაზება მხოლოდ 16-მა კომპანიამ წარმოადგინა.

მათ შორის: PSE Engineering Gmbg, Tractebel Enginereering S.A,Ramboll Oil & Gas A.S,TCC Tianchen Engineering Corp, China, Technip Germany Gmbh,Ckd PrahaDiz, Triskel Energy Consultancy Ltd, “OilGasScientificResearchProjects” Institute,Enex Ukraine LLC,Basis E ngineering SRL,Geostock, Olimps Ltd. ,Xinjiang Petroleum Investigation Design and Research Institute (Co., Ltd.), GAZOPROJEKT SA, Deloitte Financial Advisory S.r.l. და TRANS-SERVICE-KTT LLC.

დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში შემოსული ტექნიკური წინადადებები გაიხსნა. შემფასებელი კომისია დეტალურად შეისწავლის და შეაფასებს შემოსულ ტექნიკურ წინადადებებს, რის შემდეგაც მხოლოდ იმ მონაწილეთა ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომელთა ტექნიკური წინადადებები გადალახავენ მინიმალურ ტექნიკურ შეფასების ზღვარს. გამარჯვებულად გამოცხადდება უმცირესი ფასის მქონე ფინანსური წინადადება.

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთები სმომზადება 2015 წლის ბოლომდ ედასრულდება. პარალელურად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსოი ნსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაგეგმილია, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნისენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზისმიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42