სეს-მა პირუტყვის ვაქცინაცია და რეგისტრაცია ჟურნალისტებთან ერთად განახორციელა
საზოგადოება - 21:49, 12 Mar, 2015     1137
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
ამ საკითხისადმი მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, დღეს მედიასემინარი გამართა, რომელზეც ჟურნალისტებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს.
სემინარი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე 2015-2020 წლების განმავლობაში და ამ სტრატეგიის პროგრამაზე - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, მის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ლაშა ავალიანმა ჟურნალისტებს პრეზენტაცია „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაცია“ წარუდგინა და დაწვრილებით ესაუბრა ამ თემაზე. სემინარის დასასრულს მოეწყო მედიატური ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციისა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42