რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამალი, ეს არის პრობლემის შეფუთვა და გადავადება- ქადაგიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:25, 12 Mar, 2015     1439
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმისთვის რომ ნეგატივი და კრიტიკა აირიდოს , რეზერვების ხარჯვა ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ქადაგიძის თქმით საბოლოო ჯამში ეს არასწორი პოლიტიკა იქნება და პრობლემას მხოლოდ დროებით მოაგვარებს და მომავალში უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს

"ჩემთვის პირადად ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა რეზერვების დახარჯვა. რატომ უნდა მივიღო უამრავი რაოდენობის კრიტიკა და ნეგატივი, როდესაც შესაძლებელია, გააკეთო ბევრი ინტერვენცია და თქვა, რომ "აი, გავაკეთე, რა ვქნა, არ გამოვიდა." მაგრამ არ არის ეს სწორი პოლიტიკა და ეს რომ არ არის სწორი პოლიტიკა, ამიტომ არ ვაკეთებთ ამას. ზუსტად ამას რომ არ ვაკეთებთ, რეიტინგებზე იყო აქ საუბარი - ამიტომაც აქვს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას ნდობა. ამიტომაც არის სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთები ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეგიონში და იმავე დონის, რა დონისაც არის განვითარებული ქვეყნების. რეზერვებით ხანძრის ჩაქრობა არ არის წამლის ეფექტი, ეს არის შეფუთვა და გადავადება პრობლემის.”- განაცხადა ქადაგიძემ.

აღნიშნული განცხადება გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში მოქმედებს და იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ყველა მოვლენაზე კომენტარი გააკეთოს.

ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42