პარასკევი, მოქალაქეების მიღების დღეა მერიაში და იპოთეკით დაზარალებულები ითხოვენ თბილისის მერთან შეხვედრას, რის შესახებ მათ 10 მარტის აქციაზე წერილობით მოითხოვეს.
შეხვედრაზე იპოთეკით დაზარალებულები თბილისის მერისგან ითხოვენ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულ ფიზიკური პირების გამოსახლების შეჩერების თაობაზე ვადით, სანამ არ იქნება შემუშავებული აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა. ამასთან, იპოთეკით დაზარალებულები ქ.თბილისის მერიისგან ითხოვენ კომისიის შექმნას მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენებით დაზარალებული ადამიანების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს.
აქციას დაესწრებიან არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ იპთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულ თბილისელებს.
საკონტაქტო პირი: ნანა ჯაფარაშვილი 599 51 82 25, ირინე მღდელაძე 555 29 32 51
მასალის გამოყენების პირობები






