ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტის, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. აეროპორტში, ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
კურსანტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ.
სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 7 მარტს დაიღუპნენ .
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






