მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საგანგებო განცხადებით მუსიკალურ საზოგადოებას არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.
„ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არაშემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ „შეძვრნენ" ამტელეეკრანებში?!
რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?! არ ატეხეს აქ უადგილოდ დათან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს, ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამგაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა „მაფიოზები" მოკალათდნენ ტელევიზიებში?! რა ხდება, ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა, რეალურადთვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს..... არ წაიღეს ტვინი „შოუს", „შოუს" ძახილით?! რა „შოუ", მამაცხონებულო,
„პიმ-პამ-ოს" ფონზე დაგექცა თავზეის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ, მუსიკოსებო, ხმა, თორემ შეგვრცხვებამომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა! მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათკომპეტენტური და მათ „ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით, იცოდეთ!!! გაგიგიათალბათ, „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!" მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება, თამრიკო ჭოხონელიძემ „სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი ჯერი თქვენზეა, ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!"- აღნიშნულია თამრიკო ჭოხონელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






