ოზურეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე - ქორეოგრაფიული კავშირის "მოუქნელი" საპატიო წევრები
კულტურა - 16:16, 12 Mar, 2015     1671

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას და ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს, ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილის გამო, "საპატიო ქორეოგრაფის" წოდება მიენიჭათ.

ამის შესახებ "ნიუპოსტს" საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირიდან აცნობეს.

კავშირის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის 2015 წლის, 3 მარტის, #15 გადაწყვეტილებით, ბეგი სიორიძეს, დავით დარჩიას და ოზურგეთის რამდენიმე საჯარო მოხელეს "ქორეოგრაფიის საპატიო მოღვაწისა" და კავშირის "საპატიო წევრობა" მიენიჭათ.

ეს გადაწყვეტილება, ოზურგეთელ მაღალჩინოსნებს ამ დღეებში, უშუალოდ კავშირის თავმჯდომარემ, რევაზ ჭანიშვილმა აუწყა და ამის დამადასტურებელი-შესაბამისი სიგელები გადასცა.

დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: - "ყველა კავშირს და ორგანიზაციას აქვს უფლება აირჩიოს საპატიო წევრები, გასაკვირი რა არის მაგაში? მართალია მოცეკვავე არ ვყოფილვარ და არც ქორეოგრაფიის განვითარებაში შემიტანია რაიმე წვლილი, მაგრამ დამასახელეს საპატიო წევრად და კითხეთ მათ, რატომ. მე რა უნდა გიპასუხოთ".

ბეგი სიორიძე; ქალაქ ოზურგეთის მერი: - "საქართველოს ქორეოგრაფიიის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის მიერ მომენიჭა საპატიო წევრის ტიტული. ხოლო რის საფუძველზე მომენიჭა აღნიშნული ტიტული, ეს თავად ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს უნდა ჰკითხოთ".



თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42