მთავრობას ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის სამ ნაწილიანი გეგმა აქვს. გიორგი კვირიკაშვილმა სიტუაციის დასტაბილურებისათვის გადასადგმელი ნაბიჯების ნუსხა დეპუტატებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
მისი თქმით, გეგმა მოიცავს გრძელვადიან, საშუალოვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებს.
„მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა გახლავთ პირველ რიგში პრივატიზაციის დაჩქარება და მთელი რიგი ობიექტების დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია. შემდეგ არის ტურიზმის წახალისება, გაძლიერებული კამპანიით, რასაც უკვე ვახორიცელებთ. შემდეგ ეს არის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა მოკლევადიან პერიოდში, რაც ინვესტორებთან გაძლიერებულ მუშაობას გულისხმობს, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელსაც ყოველთვის აქვს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოზე და მსხვილი ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს დამატებითი უცხოური სესხების აღებას სხვადსხვა საფინანსო ინსტუტებიდან და ამ კუთხით დამატებითი საინვესტიციო პორთველის დაფინანსებას. ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






