ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს დროებით წყლის მიწოდება შეუწყდება
საზოგადოება - 14:04, 12 Mar, 2015     8200
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ გამთენიიდან, ღრმაღელის სათავე ნაგებობის მიმდებარედ, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ გამთენიიდან, ღრმაღელის სათავე ნაგებობის მიმდებარედ, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ავარიულად დაზიანდა ღრმაღელის სათავე ნაგებობიდან გამომავალი 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის ვაზისუბნის მონაკვეთი, რაც კომპანიის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, ძირითად სამუშაოებზე გადასვლის წინ კი, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას გახდება აუცილებელი.

გვირაბული წყალდენზე გადაუდებელი სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 13 მარტის გამთენიის 06:00 საათიდან, 14 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ივერთუბნის, ლოტკინის, კუკიის, სვანეთის უბნის, ელია-არსენალის, მეტრომშენის, ნავთლუღის და ვაზისუბნის დასახლებებს, ასევე, ავლაბრის ნაწილს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:

·მოსკოვის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 14 მარტის დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba

ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42