ხვალ, მწერალთა სახლში ნინო სადღობელაშვილის სათავგადასავლო რომანის „განძის თეატრის“ პრეზენტაცის გაიმართება. „განძის თეატრი“ რომანის პირველი ნაწილია, რომელიც ეტაპობრივად, რამდენიმე წიგნად გამოიცემა.
წიგნის ფაბულა ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორზეა დაფუძნებული. რომანი ახალგაზრდების ფათერაკებით სავსე თავგადასავალზე მოგითხრობთ, რომელიც მათ ჯადოსნურ, ირეალურ სამყაროში მოგზაურობისას გადახდათ თავს.
წიგნი ფენტეზის ჟანრშია შექმნილი და გათვლილია 12 წლიდან ზევით მოზარდებზე, ახალგაზრდებზე და ამ ჟანრის მოყვარულ მკითხველზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი უცხოეთში ძალიან პოპულარულია, საქართველოში ის ახლა იკიდებს ფეხს და ამდენად, ეს წიგნიც ინოვაციური მოვლენაა ჩვენს ლიტერატურაში.
წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტისა“ და AMG in Georgia-ს ხელშეწყობით ხორციელდება, ხვალ მწერალთა სახლში ივ.მაჩაბლის 13-ში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები