"ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - კახი კალაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:57, 12 Mar, 2015     5478
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, 2016 წლისთვის კი გვირაბის მასშტაბური რეაბილიტაცია იგეგმება, რის გამოც "ენგურჰესი" გაჩერდება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან, მთავრობის სხდომის დაასრულების შემდეგ განაცხადა.

ენერგეტიკის მინისტრმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკული მიმართულებით აფხაზური და ქართული მხარე ერთმანეთთან კარგად თანამშრომლობს.

მისი თქმით, აფხაზურ მხარესთან შეხვედრა 6 მარტს გაიმართა, რა დროსაც ქართულმა მხარემ ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„უკვე რამდენი წელია დამყარებულია კარგი ურთიერთობა, ეს ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ დავათავლიერეთ აგრეგატები. იცით, რომ ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბერიოში. დასრულებულია სარეაბილატიო სამუშაოები, 2016 წლისთვის გვირაბის რეაბილიტაცია იგეგმება. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რის გამოც აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ საიდან მიეწოდება აფხაზეთს ელექტროენერგია „ენგურჰესის“ გაჩერების შემთხვევაში, მინისტრი პასუხობს: „საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები“.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42