"ბათუმი თაუერთან" დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:45, 11 Mar, 2015     1991

ბათუმში არსებული მშენებარე ქონება აუქციონზე 25 004 626 აშშ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„2015 წლის 11 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა ქალაქ ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი №05.21.02.011) ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონებით (,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი).

აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბათუმი თაუერი“ (ს/კ404483019; კომპანიის დირექტორია მირიან ქათამაძე), რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 25 004 626 დოლარს გადაიხდის. ქონების საწყისი ღირებულება 25 000 000 დოლარს შეადგენდა.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა (25 004 626 დოლარი) 18 თვეში დაფაროს გარკვეული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ:

1. აუქციონის დასრულებიდან ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 8 000 000 აშშ დოლარი

2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 15 000 000 აშშ დოლარი

3. ხელშეკრულების გაფორმებიდან თორმეტი თვის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 20 000 000 აშშ დოლარი

4. საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი გადახდილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვის ვადაში.

გამარჯვებული კომპანია ასევე ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის განახორციელოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდათექვსმეტი თვის ვადაში შექმნას არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, მინიმუმ 100 ნომრის მქონე სასტუმრო“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42