„ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ გაყიდვას ეკონომიკის მინისტრი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „ბათუმი თაუერის“ შენობაში 18-დან 20 მილიონ დოლარამდე ახალი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შენობა უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარი იყო, რის გამოც ის აქუციონის წესით გაიყიდა.
„ბათუმი თაუერის“ შენობაში 18-დან 20 მილიონ დოლარამდე ახალი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, საუბარია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე. ეს შენობა აუცილებლად გაყიდვას ექვემდებარებოდა, რადგან ინფრასტრუქტურა უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდულია შენობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმა იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ბათუმი თაუერი“ დეველოპერულმა კომპანია „რედ-კო“-მ 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს კომპანია იყო ერთადერთი მყიდველი, ანუ სხვა განცხადება "ბათუმი თაუერის" შესაძენად აუქციონზე არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები






