თბილისის მერია ხელოვნების სკოლების დაფინანსებას სრულად ახორციელებს
საზოგადოება - 17:56, 11 Mar, 2015     543
თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შეწყდა ხელოვნების სკოლების და ნიჭიერი სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსება. გთვაზობთ, მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ შეაჩერა ხელოვნების სკოლების პედაგოგთა ხელფასების გადახდა და, ასევე, ნიჭიერი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება, რაც არ ასახავს რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის ხელოვნების სკოლები და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები თვითდაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებია, რომელთა საქმიანობის რამდენიმე მიმართულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. კერძოდ: არამოთხოვნად სპეციალობებზე მოსწავლეთა, სასწავლო-შემოქმედებით პროცესში ხელოვნების სკოლების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა უფასო სწავლება მერიის მხირდან სრულად ფინანსდება; 2015 წლის იანვრიდან კი ხელოვნების სკოლების კომუნალურ გადასახადებს, 50%-ის ნაცვლად, მერია 100 %-ით ფარავს.

გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წლიდან შეიცვალა დაფინანსების წესი, ასევე, მოხდა ერთიან სახაზინო სისტემაზე გადასვლა, მერიასა და სკოლებს შორის ახალი ფინანსური პროცედურების გამართვამდე, ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეფერხებებს. ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი იყო ისიც, რომ არ არსებობდა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ხელოვნების სკოლების დაფინანსების წესი, რომელიც 2015 წლიდან შევიდა ძალაში.

დღეისათვის ზემოაღნიშნული ყველა საკითხი მოგვარებულია, ხელოვნების სკოლები და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები ყოველთვიურად იღებენ დაფინანსებას როგორც სოციალურად დაუცველ და არამოთხოვნად სპეციალობებზე მოსწავლეთა უფასო სწავლების, ისე კომუნალური ხარჯების ასანაზღაურებლად. რაც შეეხება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების დაფინანსებას, თბილისის მერიის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხები, მოსწავლეთა რაოდიენობის მიხედვით, უკვე ასახულია ცალკეული სკოლების ბიუჯეტებში და მათ შეუფერხებლად შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი ფინანსური ოპერაციები.

თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს ხელოვნების სკოლებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებთან და მზად არის, დროულად და ეფექტიანად გადაჭრას მათ მიერ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხი,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42