2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 39 %-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:30, 11 Mar, 2015     763
2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $1,272 მლნ შეადგინა. რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35.1 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 39.6%-ია.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით ქვეყნებიდან ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც 331,2 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციას შესაბამისად აზერბაიჯანი - 302,1 მლნ-ით, ჩინეთი - 194,9 მლნ დოლარით იკავებენ.

"საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 343 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოყვება მშენებლობა, სადაც 295 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, დამამუშავებელი მრეწველობა - 174 მლნ დოლარი, ენერგეტიკა - 99 მლნ დოლარი, უძრავი ქონება - 87 მლნ დოლარი და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ,,მოხსნილია წნეხი ბიზნესზე და საქართველოში არის შექმნილი ყველა პირობა იმისათვის, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და ინვესტორებმა მიიღონ შესაბამისი მოგება თავიანთ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე. რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საქართველო მიიღებს პირდაპირ სარგებელს,“-განაცხადა ირმა ქავთარაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42