„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი გმირი პირადი ცხოვრებით
საზოგადოება - 17:52, 11 Mar, 2015     11979
მსახიობმა ლაშა ჯუხარაშვილმა ჯვარი ქეთევან ჩხეიძეზე დაიწერა. მსახიობს ჯვარი ბაბუამ მაცხოვრის შობის ტაძარში 14 თებერვალს დაწერა. წყვილი უკვე შვილსაც ელოდება.
ლაშამ ჩვენი ინტერვიუს დღეს, 4 მარტს, გაიგო, რომ ბიჭს ელოდება და შოკში იყო. „გაუგებარ ემოციებში ვარ, აზრზე ვერ მოვსულვარ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ემოცია დამეუფლა“.
ლაშა ცნობილი გახდა სერიალით „გოგონა გარეუბნიდან – მედიარი“. გასულ პარასკევს კი მსახიობი „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. ბერლინიდან ჩამოსული დიდი ფულის მქონე ნიკუშა სერიალის გადაღებას აპირებს. ლიკოს და ნატაშკას უახლოვდება. დანარჩენი სერიალში…
ლაშა ჯუხარაშვილი: ჩემს გმირს ნიკუშას ასაკით უფროსი ცოლი დაეღუპა და დაუტოვა ქონება. იცით, როგორი ტიპია – ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. გიო ლიფონავასთან მუშაობა საინტერესოდ მიმაჩნია, ბევრი კარგი მსახიობი თამაშობს სერიალში. მეც დავინტერესდი შემოთავაზებით. სინჯი გავიარე და მეორე დღეს დამირეკეს.
ამასობაში ლაშა რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. გოშა გოშაძის ორ სპექტაკლში თამაშობს – „სტუმარ-მასპინძელი“ და „მიზანთროპი“. მსახიობი რობერტ სტურუას „ნადირობის სეზონშიც“ დაკავებულია.
ქეთი და ლაშა ნოემბრიდან ერთად არიან. ერთმანეთი კი სამი წლის წინ ეგვიპტეში გაიცნეს. მსახიობმა უცხო გოგონას თვალი თბილისის აეროპორტში დაადგა. ბედად გოგონა მის სასტუმროში აღმოჩნდა. იმ ცხელ ეგვიპტურ ათ დღეში იყო მსუბუქი ფლირტი, გაპრანჭვა. მერე ურთიერთობა თბილისში გაგრძელდა და სამი წელი გაგრძელდა. „არ მიაქტიურია, არ ვარ ეგეთი ტიპი. თავისთავად მოხდა, ლამაზად აეწყო. ამიტომაც არის მოსაფრთხილებელი ეს სიყვარული. თავისთავად განვითარდა. მე ეგვიპტეში დასასვენებლად წავედი, რომანის გასაბმელად არ წავსულვარ. თუმცა ასე მოხდა და დღეს ქეთევანი ჩემი უსაყვარლესი მეუღლეა“.
ქეთი სტომატოლოგიური ასოციაციის წევრია. წყვილის ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო. სამ თვეში ლაშა სიყვარულში გამოუტყდა. გოგონა დაიბნა, რადგანაც „მეგობრული ეჭირათ“.
„იყო კონფლიქტი, სიურპრიზი, მონატრება – ყველაფერი, რასაც სიყვარული შეიცავს. ასე ნელ-ნელა იზრდებოდა გრძნობა.– ბევრს არ წერს ბაბუა ჯვარს, გვითხარი შენი ემოციები.– ძალიან ემოციური იყო ჩემთვისაც, ბაბუასთვისაც და ქეთისთვის. ჯვრისწერის მომენტში განსხვავებული გრძნობა დამეუფლა, მით უმეტეს, ბაბუა რომ დაგწერს ჯვარს. ეს ბევრმა არ იცის. მის რჩევას ვითვალისწინებთ – გაუფრთხილდით და დაუთმეთ ერთმანეთსო. ასე მოქცევას ყველას ვურჩევდი. ეს წყვილებს აკლიათ. თითქოს მარტივია, მაგრამ ჩვენ ვართულებთ ადამიანები. მე და ქეთევანი ამ რჩევით გაჯერებული ვართ.– რითი შეგცვალა გრძნობამ?– ზარმაცი ვიყავი და ძალიან შევიცვალე. კონკრეტულად ვერ ვხსნი როგორი, მაგრამ გავხდი უფრო კარგი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ოჯახის, მეგობრების და საქმის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს.– და რომ გაიგე მამა ხდები..?– ამაზე სხვებს ვეღადავებოდი ხოლმე, რა მოხდა მამა ხდები, რას პანიკობ-მეთქი? თურმე საპანიკოა. სუპერმეუღლე მყავს, წყნარი და მშვიდია. ორსულობის დროს პანიკაში არ ჩავარდნილა. ასჯერ უკეთესი ხასიათი აქვს და არ მაწვალებს. მეც მეტ ყურადღებას ვუთმობ. ჯერჯერობით ჭკვიანად ვიქცევი. ცოლს არ ვეძახი, ჩემი მეუღლეა. ერთ უღელში ვართ და კარგი თანაცხოვრებაც გამოგვდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42