ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში სამინისტროს პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
საზოგადოება - 16:36, 11 Mar, 2015     1268
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შპს ,,მექანიზატორის“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრში გაეცნო. დღეის მონაცემებით, ახალციხეში ფუნქციონირებს ერთი სერვისცენტრი, სადაც მობილიზებულია 70 ერთეული ტექნიკა, აქედან 66 ტრაქტორი და 4 კომბაინი. სერვისცენტრის მომსახურების არეალია: ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა. სერვისცენტრში 80 ადამიანია დასაქმებული.

ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია დაათვალიერა. აღნიშნულმა ლაბორატორიამ აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაცია გაიარა და ISO 17025 სერტიფიკატი მიიღო. ISO 17025 აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში შესაძლებელია ვეტერინარული დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა, მათ შორის ისეთი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორებიცაა ბრუცელოზი, ჯილეხი, ფრინველის გრიპი და თურქული. მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს განახლებული შენობა დაათვალიერა.

ოთარ დანელიამ, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ახალი ცენტრი გახსნა. ცენტრი, რომელიც სასაზღვრო ზოლში მდებარეობს, აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. ამ ეტაპზე ცენტრში 3 სპეციალისტი - 2 ვეტერინარი და 1 მცენარეთა დაცვის სპეციალისტი მუშაობს.

„მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობის დარგია განვითარებული. ამავე დროს, რეგიონში გადის პირუტყვის გადასარეკი ტრასები, საზაფხულო საძოვრებზე ხვდება საქართველოს ცხვრის სულადობის უდიდესი ნაწილი. რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით, განვითარებულია სატბორე-სათევზე მეურნეობები, შესაბამისად, რეგიონში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა. ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მზიური ჯავახეთი“ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აღებული 45 000 აშშ დოლარის სესხით 2014 წლის 9 მაისს გაიხსნა. დღეში საწარმოში გადამუშავებული რძის რაოდენობა 3-3.5 ტონაა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში გაცემული სესხით აშენდა ახალქალაქში ი/მ რაფაელ კაროიანის საწარმოც. სესხის მოცულობა რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის 35 000 აშშ დოლარია. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ალმალო-მურჯახეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტირებული ნაწილი დაათვალიერა. რეაბილიტაციის შედეგად, 8 სოფლის (ხოსპიო, ხულგუმო, გულიკამი, ულალისი, მურჯახეთი, ჩამდურა, ვაჩანი, დილისკა) 1530 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გასარწყავდება, რითაც 3500 მოსარგებლე ისარგებლებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვაჩიანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტული ბაზა მოინახულა. ბაზის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი გამოყენებულია ერთწლოვანი კუტურების ახალი ჯიშების შესწავლისა და გამოცდისთვის.

ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთში ახლადშექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლებს, მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მოტობლოკი და ხელის სათესი გადასცა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები, გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი, მარიანა მორგოშია, შპს ,,მექანიზატორის“ დირექტორი, ზვიად ჩხაიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გაეცნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42