„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის
საზოგადოება - 16:09, 11 Mar, 2015     828
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში, ჭოპორტის შესახვევში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. ქუჩაზე გამავალი ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, ჭოპორტის შესახვევის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება გაუუმჯობესდებათ. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიას გააცნო.

ჭოპორტის შესახვევში, საერთო ჯამში, მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 800 მეტრს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენის 500-მეტრიან ქსელს, საკანალიზაციო 300-მეტრიან ქსელს და ახლით იცვლება საცხოვრებელ სახლებამდე მიმავალი 31 განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს ახალ ჩამკეტ 2 ურდულს და მოაწყობს წყალსადენის 2 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 6 ახალ საკვანძო ჭას მოაწყობს.

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციას და ასფალტის დაგებას უზრუნველყოფს.

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42