„ჩემს ძმაკაცს, კახა მიქიაშვილს, რომ არ გავეფრთხილებინე ბავშვები ლურჯები იბადებიანო, შეიძლება წნევას დაერტყა და იქ დავრჩენილიყავი“, - ასე იხსენებს შვილის დაბადებას ნიკოლოზ წულუკიძე და პატარა სესილიაზე ჰყვება.
ნიკოლოზ წულიკიძე: „ახლა 9 თვის არის, მამას და დედას ამბობს უკვე, პირველი სიტყვა მამა იყო, ჩემი ცოლი მიმტკიცებდა გაუცნობიერებლად აკეთებს მარცვლები მა და მი მიაბა და შენ მამა გგონიაო, მაგრამ მე მაინც მწამს რომ გაცნობიერებულად გააკეთა ეს, დედა ცოტა რთული სათქმელია, თორემ შეიძლება დედაც ეთქვა.
შვილი, ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველანაირ სხვა ფასეულობაზე მაღლა დგას. ყველფერზე გიწვეს უარის თქმა, შენს თავზეც კი. ავტომატურად ხდები მეორე ხარისხოვანი. ბედნიერებაა როცა ადამიანს ცხოვრებში ამის გაცნობიერებისა და შეცნობის საშუალება გეძლევა.

ჩვენ ხომ ავანსცენაზე ვდგავართ მთელი ცხოვრება და ვთამაშობთ მთვარ როლებს, ზოგი მონო სპექტაკლს თამაშობს, ზოგი ანსამბლურ თეატრს, ზოგი კომედია დე ლარტეს და ზოგიც ბუფონადას, ყველაზე კარგი რეკვიზიტი ამ ცხოვრებაში საბავშვო ნივთებია, რომელიც ავსებს შენს ცხივრებას. ვცდილობ ყოველ დღე თუნდაც ერთი საათი გამოვნახო, რომ ჩემი შვილისგან ყველაზე სასიკეთო იმპულსები მივიღო.
სესილია, როცა მხედავს სიხარულისგან ხტის, ამაზე გემართება რაღაცა ფეთება, რომ ვიღაცისთვის ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი და შენთვის ყველაზე მთავარი საზრუნავი სწორედ ის არის და არავინ და არაფერი სხვა. ცდილობ რომ მაქსიმალური გაუკეთო და ხშირად რაც შეგიძლია, იმაზე მეტსაც აკეთებ... მას არაფერი არ უნდა მოაკლდეს.
ერთი წამიც რომ დაკარგო შვილთან ურთიერთობის იმას შემდეგ აუცილებლად ინანებ. რაც შეიძლება მეტ სითბოსა და ბედნიერ ოჯახში უნდა გაიზარდოს ბავშვი, მაქსიმალური კეთილი იმპულსების ქვეშ... მე და თეკა ვცდილობთ სწორედ ეს თბილი, მშვიდი და სიყვარულით სავსე გარემო შევუქმნათ.
ჩემი ცოლი გმირი დედაა, საოცრებებს აკეთებს, ვცდილობ მეც მივეხმარო. პამპერსიც გამომიცვლია სესილიასთვის და თეკასთან ერთად მიბანავებია კიდეც.
პირველი მსგავსება რაც ვნახე ფეხის თითებია, მე ოდნავ მიტყუპებული მაქვს ორი თითი, სესილიასაც ასე აქვს. შენი ყლორტი რომ ამოიყრის ასე ვიგრძენი, რომ ჩემი ჯიშის გაგრძელება იყო. შვილი კათარზისია, განწმენდას იწვევს შენში, გავალდებულებს რომ ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე აქამდე იყავი“...
წყარო: „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






